ფიფა ქართველ მსაჯებზე ზრუნავს

AutoSharing Option
თბილისში 12 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფას მიერ ერთობლივად ორგანიზებული სამსაჯო კურსები, სადაც ცოდნას უმაღლეს ლიგაში მომუშავე 30 ქართველი მსაჯი იღრმავებს.

მსმენელთა რანგში კი კურსებს ქვედა ლიგის 10 მსაჯი ესწრება. კურსები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, სათამაშო სიტუაციების სიმულირებას. სასწავლო პროცესს ფიფას სამსაჯო ინსტრუქტორი, ახლო წარსულში ცნობილი რუსი არბიტრი ვალენტინ ივანოვი და ფიფას ფიტნესინსტრუქტორი გჟეგოჟ კრზოსეკი უძღვებიან.

კურსები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა გახსნეს.

მსგავსი
ტიპის კურსები საქართველოში პირველად ტარდება. სფფ-ის ვებსაიტის ცნობით, ამ ღონისძიებისთვის ფიფამ ჩვენი მსაჯთა კორპუსი სრული ეკიპირებით, სასწავლო ლიტერატურით, ელექტრონული მოწყობილობითა და ბურთებით უზრუნველყო.

16 ივნისს კურსების მონაწილე ყველა მსაჯს ფიფას სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული