"დინამოს" ფრე, "მეტალურგის" გამარჯვება

AutoSharing Option
სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" პირველი საკონტროლო მატჩი ლუგანსკის "ზარიასთან" გამართა და 0:0 ითამაშა. უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს თუ ვენდობით, პირველ ტაიმში უკეთ "ზარია" გამოიყურებოდა, შესვენების შემდეგ კი შეტევაში ბედი "დინამომაც" სცადა.

"დინამომ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ლორია, თომაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, კახელიშვილი, ფირცხალავა, შ. კაშია, თექთურმანიძე, ჯიღაური, რობერტინიო, ჯუისი. შეცვლაზე შევიდნენ: ჰომოლა, კვეკვესკირი, ხმალაძე, ოდიკაძე, ჰაჯიბულიჩი, ლექვთაძე, ახალაია, იაშვილი.

"ზარიას" შემაგენლობაში ითამაშეს ჯაბა ლიპარტიამ და სინჯებზე მყოფმა გიორგი ფოფხაძემ.

გუშინვე უცხოურ შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" 1:0 სძლია ავსტრიულ "მატერსბურგს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული