ოთხთა ტურნირის მორიგი მცდელობა

AutoSharing Option
ნიკო პატარქალიშვილი დიდი ხანია, საქართველოში საერთაშორისო ოთხთა ტურნირის მოწყობას აპირებს, მაგრამ მიზეზთა გამო პროექტი დღემდე განუხორციელებელია.

პატარქალიშვილი იმედოვნებს, რომ მისი ჩანაფიქრი წლეულს მაინც განხორციელდება. პროექტის მიხედვით, 23 ნოემბერს თბილისში ოთხთა ტურნირი საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით უნდა დაიწყოს.

პატარქალიშვილის თქმით, სამხრეთამერიკელებთან ყველა დეტალი შეთანხმებულია და წინასწარი თანხმობაც მიღებულია, მთავარია, საქართველოში ტურნირისთვის საჭირო სახსრები გამოინახოს. ამჟამად პროექტის მხარდასაჭერად მუშაობა უკვე სახელმწიფო დონეზე მიმდინარეობს, რაც, ბუნებრივია, მისი განხორციელების შანსებს ზრდის.

როგორც იცით, პატარქალიშვილს არგენტინასთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს და სწორედ
ამის წყალობით გაიხსნა თბილისში არგენტინული სახლი, უახლოეს პერიოდში კი არგენტინაში ქართული სახლიც დაფუძნდება. არგენტინული სახლი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არაერთ ასპექტს მოიცავს, რომელთა შორისაც სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული