ფიფას ექსპერტები თბილისში

AutoSharing Option
თბილისს ფიფას განვითარების პროგრამების ევროპის მიმართულების მენეჯერი ევა პასკიე და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთის ასოციაციის მარკეტინგისა და კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, ფიფას ექსპერტი ჯეოფ უილსონი სტუმრობენ. სამდღიანი ვიზიტის მიზანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მარკეტინგული საკითხების შეფასებაა.

ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა მოინახულეს სფფ-ის განახლებული ტექნიკურ ცენტრი "ბასა" და ნანახით კმაყოფილები დარჩნენ, რის შემდეგაც ფიფას ექსპერტებისა და სფფ-ის თანამშრომლების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

გუშინ კი სტუმრები საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ. ჯეოფ უილსონმა ქართული კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათი იდეები და
მოსაზრებები მოისმინა.

როგორც უილსონმა განაცხადა, ქართველი გულშემატკივრებისგან მან არაერთი კარგი იდეა მოისმინა და მათი მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.

დღეს სტუმრები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ფედერაციის თანამშრომლებს, შეაჯამებენ აქ მიღებული ინფორმაციას და მასპინძლებს საკუთარ რეკომენდაციებს გააცნობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული