კომფორტულ სასტუმრო "ზაივალდში" დაბინავებისა და რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ გუნდი მახლობლად მდებარე კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდვრისკენ გაეშურა, სადაც საქართველოს ჩემპიონებმა ალპური შეკრების პირველი ვარჯიში ჩაატარეს. მასპინძლები ქართველებს სასტუმროშიც და მოედანზეც გულთბილად შეეგებნენ.
"ზესტაფონის" ფეხბურთელთა უმრავლესობა ჯანმრთელადაა, თუმცა ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსი ბენაშვილი და ზაალ ელიავა ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. შეკრების მეორე დღიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადავიდა.
პირველ საკონტროლო შეხვედრას "ზესტაფონი" დღეს,
გადაწყდა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ავსტრიაში ოთხ სპარინგმატჩს ითამაშებს. 27 ივნისს "ზესტაფონი" კარგად ნაცნობ ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება, 30 ივნისს კი ძალებს შვეიცარიულ "ბაზელთან" მოსინჯავს. შეკრების მიწურულს, 5 ივლისს, იმერლები ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავენ, მეტოქის ვინაობა ზუსტდება.
როგორც ხედავთ, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი უპირატესობას კვლავაც ძლიერ მეტოქეებთან სპარინგს ანიჭებს, რაც უთუოდ გამართლებულია. წესით, ავსტრიულ მატჩებში გუნდის ავ-კარგი ნათლად უნდა გამოჩნდეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპისთვის სათანადო დასკვნების გაკეთებაც უნდა მოესწროს. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები აშკარად "დაჩიაზე" ძლიერები არიან და თუ "ზესტაფონმა" მათთან დადებით შედეგს მიაღწია, ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა ერთიორად გაუძლიერდებათ.
"ზესტაფონი" სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით არ აქტიურობს და დაველოდოთ, სეზონის განახლებამდე შეუერთდებიან თუ არა ახალწვეულები ფეროელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მე მჯერა თქვენი თავდაუზოგავობის...
ზე სტა ფო ნი ზე სტა ფო ნი!!!