"გაგრამ" და "ზესტაფონმა" მსაჯების ამბავი შეიტყვეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იმ მსაჯების ვინაობა გაგაცანით, რომლებიც ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების განმეორებით მატჩებზე იმსაჯებენ. დღეისთვის კი "გაგრასა" და კვიპროსული "ანორთოსისის" ორივე შეხვედრის მსაჯთა ბრიგადებია ცნობილი.

პირველ მატჩს, 14 ივლისს, რომელიც ლარნაკას "ანტონის პაპადოპულოსზე" გაიმართება, ჩეხები მოემსახურებიან რადეკ მატეჟეკის ხელმძღვანელობით, განმეორებით დაპირისპირებას კი, რომელიც ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" 21 ივლისს ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყება, გერმანული ბრიგადა გაუძღვება პეტერ ზიპელის თავკაცობით.

გაირკვა იმ მსაჯების ვინაობაც, რომლებიც 20 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუზე" ადგილობრივი "
დაჩიასა" და "ზესტაფონის" მატჩს გაუძღვებიან - შეხვედრის განსჯა ჰარალდ ლეხნერის მეთაურობით ავსტრიელებს მიანდეს. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველ შეხვედრაზე 13 ივლისს ზესტაფონში თურქი ჰალის ოზქაია იმსაჯებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული