"ზესტაფონი" ევროპელებს დღეს დაასახელებს

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ავსტრიული შეკრებიდან გუშინ, 6 ივლისს გამთენიისას დაბრუნდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ორი დღით შინ გაუშვა, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონები ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტისთვის ზესტაფონში, საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან.

შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ავსტრიაში ორი კვირა დაჰყო და ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – ბუქარესტის "სტიაუასთან" 0:1 დამარცხდა, ლვოვის "კარპატის" 0:0-ზე დაუზავდა, "ბაზელთან" 0:4 წააგო, კლუჟის "უნივერსიტატიას" კი 3:2 სძლია.

"ზესტაფონის" საევროთასო განაცხადი დღეისთვის დაზუსტდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ ავსტრიაში ნამყოფი ფეხბურთელები მოხვდებიან. თუმცა არის გამონაკლისებიც - კახა ალადაშვილმა, რომელმაც "ზესტაფონი" ჯერ
დატოვა, მერე კი დაბრუნდა, დუბლშემადგენლობაში ივარჯიშა და გეგუჩაძის გადაწყვეტილებას ელის; ზურაბ მენთეშაშვილი და გოგი ფიფია კი, რომლებიც მწყობრში მალე ჩადგებიან, განაცხადში, ალბათ, "დაჩიას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში თუ მოხვდებიან.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის სამეორეეტაპო განაცხადში მოხვედრის შანსი ამ ფეხბურთელებს აქვთ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველინი;
მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, მალხაზ გაგოშიძე, კახა ალადაშვილი;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, როსტომ გეწაძე, მიხეილ სარდალიშვილი.
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული