ამის მიუხედავად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ანატოლი პისკოვეცის გუნდი ამჯერადაც გამოაჩენს მებრძოლ ხასიათს და კვიპროსული ბარიერის გადასალახად ბოლომდე იბრძოლებს.
1911 წელს დაარსებულ "ანორთოსისს" ტიტულები არ აკლია - კვიპროსის 13-გზის ჩემპიონი, 10-გზის თასისა და 7-გზის სუპერთასის მფლობელია. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობაცა და თასიც გუნდს ბოლოს ქეცბაიამ
ბევრს არ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თემური ამ კლუბისთვის. იგი "ანორთოსისის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული და მისი კუთვნილი 14-ნომრიანი მაისურა გუნდში აღარავის აცვია.
ზედმეტია იმის შეხსენებაც, რომ "ანორთოსისმა" ევროსარბიელზე ყველაზე დიდ წარმატებას ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის წყალობით მიაღწია - 2008 წელს ქეცბაიამ ფამაგუსტელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და იმის მიუხედავად, რომ "ანორთოსისმა" იქ ბოლო ადგილი დაიკავა, თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ყველაზე გამორჩეული, ალბათ, ჟოზე მოურინიოს "ინტერთან" საშინაო დაპირისპირება იყო, რომელიც 3:3 დასრულდა.
არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "ანორთოსისისა" და "გაგრას" დაპირისპირება უპრეცედენტო ამბავია. ცხადია, არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით - ორივე ხომ უცხო ქვეყნისგან ოკუპირებული ქალაქის კლუბია და იძულებით აქვთ შეცვლილი დისლოკაციის ადგილი. "ანორთოსისი" ფამაგუსტადან ლარნაკაში გადაბარგდა, "გაგრა" კი დროებით თბილისშია დაბინავებული.
ქეცბაია ერთადერთი ქართველი არ არის, ვისაც "ანორთოსისში" უთამაშია. მის გარდა, გუნდის ღირსებას იცავდნენ გიორგი ქინქლაძე, კლიმენტი წიტაიშვილი და გოჩა ხოჯავა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდში მხოლოდ ერთხელ უთამაშია, მაგრამ ევროთასებზე ქართულ კლუბებზე უკეთეს შედეგს "ანორთოსისი" მაინც ხშირად აჩვენებს. თუნდაც შარშანდელი სეზონი გავიხსენოთ, როცა ფამაგუსტელებმა ევროპის ლიგაზე სამი ეტაპი გადალახეს: ჯერ სომხურ "ბანანცს" აჯობეს (3:0, 1:0), მერე ხორვატიულ "შიბენიკს" სძლიეს (0:2, 3:0) და ბელგიურ "სერკლ ბრიუგესაც" გასცდნენ (3:1, 0:1), ჯგუფში შესასვლელ პლეი ოფში კი მოსკოვის ცსკა-სთან ვეღარაფერს გახდნენ - შინ 1:2 დამარცხდნენ, სტუმრად კი 0:4 განადგურდნენ.
ევროტურნირებზე "ანორთოსისს" სულ 92 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 29 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 48-ში დამარცხდა.
კვიპროსის გასულ ჩემპიონატში "ანორთოსისმა" მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ აპოელ-ს მთელი 17 ქულით ჩამორჩა, მეორეადგილოსან "ომონიას" კი - 5-ით.
"გაგრას" მეტოქეს, რომელიც საშინაო მატჩებს 12-ათასიან "ანტონის პაპადოპულოსზე" ატარებს, შემადგენლობა ნამდვილად არ დაეწუნება. გუნდს ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი სტანიმირ სტოილოვი წვრთნის, შემადგენლობაში კი კვიპროსელები უმცირესობაში არიან.
"ანორთოსისის" საუკეთესო ბომბარდირი გასულ სეზონში პორტუგალიელი თავდამსხმელი კაფუ გახდა, ლეგიონერები კი ფამაგუსტელებს საიდან აღარ ჰყავთ - საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, სლოვენიიდან, პოლონეთიდან, ნიგერიიდან, შოტლანდიიდან, პორტუგალიიდან, კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, არგენტინიდან, ჰოლანდიიდან და ჰოლანდიის ანტილებიდანაც კი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"