”დაჩიამ” ტირასპოლში უქართველებოდ მოიგო

AutoSharing Option
გუშინ, 8 ივლისს ტირასპოლში მოლდოვის სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ”დაჩია" და თასის მფლობელი ”ისკრა-სტალი" დაუპირისპირდნენ. ”ზესტაფონის" საჩემპიონთალიგო მეტოქემ ვასილი პავლოვის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა და სუპერთასი პირველად მოიპოვა.

როგორც ჩანს, ”დაჩიას" სამწვრთნელო შტაბი კვლავ ბევრ რამეს ასაიდუმლოებს და ამიტომაც იყო, კიშინიოველებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით რომ ითამაშეს. გუნდის რამდენიმე ლიდერმა (მათ შორის ლევან კორღალიძემ და დავით გამეზარდაშვილმა) თამაშს ტრიბუნიდან უყურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული