"ზესტაფონი" - რეპეტიცია დადებითი ემოციებით

AutoSharing Option
"ზესტაფონი" სადებიუტო ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს, შაბათს კი გია გეგუჩაძის გუნდმა "დავით აბაშიძეზე" წყალტუბოს "სამგურალთან" ისპარინგა და 6:0 გაიმარჯვა. თამაშს 300-მდე ქომაგი დაესწრო.

"ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, საქართველოს ჩემპიონებმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშეს, შემადგენლობის დაკონკრეტება კი კლუბმა საჭიროდ არ მიიჩნია.

სამაგიეროდ, ცნობილია გოლების ავტორები: 38-ე წუთზე ანგარიში გიორგი ჭანკოტაძემ გახსნა, 42-ზე თავი რატი წინამძღვრიშვილმა გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი "სამგურალის" კარში გოლები ასეთი თანმიმდევრობით გავიდა: საბა ლომია (48), ალექსი ბენაშვილი (59), კახა ალადაშვილი (85), შოთა გრიგალაშვილი (90).

როგორც ხედავთ, "ზესტაფონის"
მთავარ გუნდს დაუბრუნდა კახა ალადაშვილი, რომელიც ფეროელებს ავსტრიულ შეკრებაზე არ გაჰყოლია და დუბლშემადგენლობასთან ერთად ზესტაფონში ემზადებოდა. მისი დარჩენის საკითხი ამ დროისთვის ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე სწორედ აქეთკენ მიდის.

საკითხავი ისაა, შეიყვანენ თუ არა ალადაშვილს სამეორეეტაპო განაცხადში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული