პრემიერი "დაჩიას" არ შორდება

AutoSharing Option
პარასკევს "დაჩიამ" "ისკრა-სტალის" 1:0 ძლევით მოლდოვის სუპერთასი მოიპოვა. თამაშის შედეგი ოპერატიულად გამცნეთ, გუნდების შემადგენლობები კი მოლდოვურ ვებგვერდებზე მოგვიანებით გამოქვეყნდა.

უკვე იცით, რომ კიშინიოველებმა არაოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენეს, მათ შორის ლევან კორღალიძე და დავით გამეზარდაშვილი. "დაჩიას" შემადგენლობა კი ასეთი იყო: მოშნიაგა, ატანაცკოვიჩი, ილიესკუ, პოპოვიჩი, პავლოვი (76. ნეჩაევი), ორბუ, ალომეროვიჩი (68. მიხალევი), გროშევი, მოლა, ბურსუკი, კრკოტიჩი (73. კოჟოკარი).

მატჩის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ "დაჩია" საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. შეგახსენებთ, გამარჯვების გოლი ვასილი პავლოვმა გაიტანა მე-12 წუთზე. გამოკითხვის
შედეგად კიშინიოვური კლუბის ქომაგებმა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გენადი ორბუ დაასახელეს.

სხვათა შორის, "ისკრა-სტალის" შემადგენლობაში საწყისი 46 წუთი ითამაშა 20 წლის სანდრო შუღლაძემ, რომელიც მანამდე უკრაინული "სევასტოპოლის" წევრი იყო.
სუპერთასის მატჩს დაესწრო მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, რომელიც "დაჩიას" საქომაგოდ ზესტაფონში მოჰყვება.

"საპატიო სტუმართა ლოჟაში პრემიერ-მინისტრის გამოჩენამ ჩვენი გუნდის თითოეული ფეხბურთელი ძალიან გაახარა. კარგია, რომ ფეხბურთით ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი. ეს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას გვძენს", - თქვა ნამატჩევს ლევან კორღალიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული