ევროდღეები დაგვეწყო - გარსიას კარდიფში 21 მიჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" უელსში დღეს, 12 ივლისს 14 საათზე თბილისი-კარდიფის ჩარტერული ავიარეისით გაფრინდება, კარდიფიდან ლანელიში კი ავტობუსით ჩავა.
დედაქალაქელთა თავკაცმა ალექს გარსიამ უელსში 21 ფეხბურთელი იახლა.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე;
მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, ირჟი ჰომოლა, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი კახელიშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი თექთურმანიძე, ნიკოლოზ ფირცხალავა, ნიკოლოზ კვეკვესკირი, ხისკო მუნიოსი, კარლეს კოტო;
თავდამსხმელები: ვახტანგ ფანცხავა, ლადო ახალაია, ალბერტ იაგუე ხიმენესი, რობერტინიო.

რობერტინიოს უელსში თამაში გამორიცხულია, რადგან ბრაზილიელი მარცხენაფლანგელი დისკვალიფიცირებულია. "დინამოს"
განაცხადშია ლევან ხმალაძე, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "მილსამისთან" ორივე მატჩი გამოტოვა. სოსო გრიშიკაშვილი და გოგა ბერაია "დინამოს" დიდ ბრიტანეთში სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მიჰყვებიან.

შეგახსენებთ, "ლანელი"-"დინამოს" პირველი შეხვედრა ზეგ, 14 ივლისს გაიმართება. ქართველთა სამატჩო მზადების შესახებ "ლელოს" მომდევნო ნომრებშიც გიამბობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ს ყველაფერი კარგი, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა დინამოს პეხბურთელებს სახელ და გვართან ერთად ნომერიც მიუთითოთ. მაინც Yოველი შემთხვევისატვის.
zhilina
18:09 12-07-2011
0

სიახლეები პოპულარული