"ზესტაფონმა" კახა ალადაშვილი დაიბრუნა

AutoSharing Option
"ზესტაფონს" უეფაში საჩემპიონთალიგო განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს, მაგრამ "დაჩიასთან" მატჩამდე იქ ერთი ფეხბურთელის დამატება შეეძლო და, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს მოთამაშე კახა ალადაშვილი აღმოჩნდა.

ალადაშვილის ამბებზე ბოლო დროს ხშირად ვწერდით, მაგრამ მოკლედ მაინც შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" მარჯვენა მცველმა გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა, მაგრამ მიზეზთა გამო უკრაინაში კარიერა ვერ გააგრძელა და საქართველოს ჩემპიონთა მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის გადაწყვეტილების მოლოდინში "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა.

ალადაშვილი "ზესტაფონში" კვლავაც 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ "დაჩიას" ბარიერის გადალახვის შემთხვევაში "ზესტაფონს" შემდეგი ეტაპისთვის განაცხადში კიდევ
ორი ახალი ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული