"ლანელი"-"დინამო" - ვეძებოთ ინტერნეტში

AutoSharing Option
"დინამო" უკვე უელსშია და პატარა ქალაქ ლანელიში ადგილობრივებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ალექს გარსიას გუნდი გუშინ, 12 ივლისს ნაშუადღევს თბილისიდან კარდიფში ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა, უელსის დედაქალაქიდან ლანელიმდე კი ავტობუსით ჩავიდა.

"დინამოს" სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთელები დიდად არ დაუტვირთავს, გუნდი მსუბუქი ვარჯიშით შემოიფარგლა. დღეს, 13 ივლისს თბილისელები "სტებონჰით პარკზე", რომელიც 3 700 მაყურებელს იტევს, გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. თამაში კი 14 ივლისს ამავე სტადიონზე თბილისის დროით 21 საათსა და 50 წუთზე დაიწყება და მას ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება მატიას გესტრანიუსის ხელმძღვანელობით.

ამ შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს
ვერ ვნახავთ, რადგან უელსური ტელეკომპანია S4/C, რომელიც "ლანელი"-"დინამოს" ტრანსლაციას აწარმოებს, სიგნალს მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ავრცელებს. ისღა დაგვრჩენია, თამაშის ნახვა ინტერნეტით ვცადოთ.

"დინამოს" იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც გარსიამ უელსში იახლა, ყველა ჯანმრთელადაა. შეგახსენებთ, "ლანელისთან" თამაშის შანსი 20 ფეხბურთელს აქვს, 21-ე, რობერტინიო კი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს, თუმცა გარსიამ დელეგაციაში ისიც შეიყვანა.

თბილისელთა 18-კაციანი განაცხადი, წესით, დღეისთვის უნდა გახდეს ცნობილი. "დინამოს" ბარსელონელი თავკაცი განაცხადს ამ ოცეულიდან შეადგენს.

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე;
მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, ირჟი ჰომოლა, ლევან ხმალაძე, გიორგი რეხვიაშვილი;
ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ირაკლი ლექვთაძე, გიორგი კახელიშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი თექთურმანიძე, ნიკოლოზ ფირცხალავა, ნიკოლოზ კვეკვესკირი, ჩისკო მუნიოსი, კარლეს კოტო;
თავდამსხმელები: ვახტანგ ფანცხავა, ლადო ახალაია, ალბერტ იაგუე ხიმენესი.

რაც შეეხება "ლანელის", მისი მოთამაშე-მწვრთნელი ენდი ლეგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ საკადრო პრობლემების მიუხედავად, გუნდი კარგადაა მომზადებული და მზადაა "დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლომდე ებრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"tiflis" სახეშეცვლილი არ არი! საერთაშორისო დონეზე ორივე სწორია და "tiflis" ისეთივე ხშირად გამოიყენება როგორც "tbilisi".

ისე კი ამ ყველაფერს მგონი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია რომ გავიმარჯვოთ.
PAATA
14:29 13-07-2011
0
რომელ საიტზე იქნება მატჩის ჩვენება? გთხოვთ დაწერეთ.
gizo
19:44 13-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული