უეფამ "ზესტაფონი" დასაჯა

AutoSharing Option
"ზესტაფონის" შესანიშნავმა თამაშმა და სოლიდურმა გამარჯვებამ ყველა გაგვახარა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზესტაფონში მაინც მოხდა ისეთი ფაქტი, რამაც ხასიათი ძალიან გაგვიფუჭა. "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბევრი აღარაფერი აშორებს, მაგრამ მიმდინარე ევროსეზონში შინ, "დავით აბაშიძეზე" ვეღარ ითამაშებს.

უეფამ ეს ვერდიქტი გუშინ გამოიტანა "ზესტაფონი"-"დაჩიას" მატჩის დელეგატის, ბულგარელი ანდრეი მედინცევის პატაკის საფუძველზე. მას სტადიონის მესერზე გადამძვრალი უბილეთო ქომაგები დაუნახავს, ისიც შეუნიშნავს, რომ ამ ფაქტის შემყურე პოლიციელები ურეაქციოდ იდგნენ და ყველაფერი ფოტოაპარატით დაუფიქსირებია.

მეტისმეტად გულსატკენი ამბავია - პატარა ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, მავანთა უთავბოლობისა
და უპასუხისმგებლობის გამო ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. "ზესტაფონს" უეფას ვერდიქტის გასაჩივრების უფლებაც კი არ აქვს, ასე რომ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ - მომავალ საევროთასო მატჩებს საქართველოს ჩემპიონები თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, მომავალ ხუთშაბათს "გაგრა" "ანორთოსისს" ზესტაფონში უმასპინძლებს და ამას ვერაფერი შეცვლის. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი "გაგრას" ისედაც დედაქალაქში უნდა ეთამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა უბედურება გვჭირს, ხალხს თუ 5 ლარი არ აქვთ, (ან ენანებათ) ჩემპიონთა ლიგაზე დასასწრებად, მესერზე რაღას ძვრები შე დალოცვილო?! ადექი და შედი რა კარიდან, 10-15 წუთი დაიცადე და შეგიშვებენ.. ასეთი უმსგავსო საქციელით, მთელ გუნდს მოუტანეთ ზარალი და ქალაქიც ლიგის გარეშე დარჩა...
დევიდ
14:49 15-07-2011
0
ანდრეი მედინცევი უნდა შეაგდო ფეროს ღუმელში და გადასაძრომიც არ უნდა დაუტოვო....
ნოდარი
17:33 15-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული