დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც მესამე ეტაპზე ცალი ფეხით გასული "ზესტაფონი" შემდეგ კლუბებს შეიძლება გადაეყაროს:
რეინჯერსი (შოტლანდია)
ამ წყვილების გამარჯვებულებს:
ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ბატე (ბელარუსი. პირველი მატჩი 1:1)
რუსენბორგი (ნორვეგია)-ბრეიდაბლიკი (ისლანდია) (პირველი მატჩი 5:0)
პარტიზანი (სერბეთი)-შკენდია (მაკედონია) (პირველი მატჩი 4:0)
შტურმი (ავსტრია)-ვიდეოტონი (უნგრეთი) (პირველი მატჩი 2:0)
ვფიქრობთ, ჯერჯერობით გვიმართლებს. ბრძოლა ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ კარგი იქნება, თუ "რეინჯერსი" აგვცდება, დანარჩენებთან "ზესტაფონს" არცთუ ურიგო შანსები უნდა ჰქონდეს.
ევროპის ლიგაზე თბილისის "დინამო" უელსური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ამ ხუთიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება:
პალერმო (იტალია)
დინამო (რუმინეთი)
კარპატი (უკრაინა)
ამ წყვილების გამარჯვებულებს:
რეიკიავიკი (ისლანდია)-ჟილინა (სლოვაკეთი. პირველი მატჩი 3:0)
ტაურასი (ლიტვა)-დენ ჰააგი (ჰოლანდია. პირველი მატჩი 2:3)
პირველ სამთან დაპირისპირება არცთუ სახარბიელოა, ამ ორი წყვილის გამარჯვებულებთან მოხვედრა კი კარგი იქნება.
თუ რუსთავის "მეტალურგმა" ყაზახეთში წარმატებით ითამაშა, ევროპის ლიგის მესამე რაუნდში მისი პოტენციური მოწინააღმდეგეები იქნებიან:
ჰაპოელი თელ ავივი (ისრაელი)
რენი (საფრანგეთი)
ლევსკი (ბულგარეთი)
ვიტორია (პორტუგალია)
მინსკი (ბელარუსი)-გაზიანთეფი (თურქეთი. პირველი მატჩი 1:1) გამარჯვებული
სამწუხაროდ, ამ თემასთან "გაგრას" კავშირი, ალბათ, აღარ აქვს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"