"ზესტაფონის", "დინამოსა" და "მეტალურგის" სავარაუდო მეტოქეები

AutoSharing Option
დღეს, 15 ივლისს უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება. რამდენიმე დღის წინ ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეების სია გაგაცანით, გუშინ, 14 ივლისს კი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე პოტენციურ მოწინააღმდეგეთა შეკვეცილი ნუსხა გამოქვეყნდა.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც მესამე ეტაპზე ცალი ფეხით გასული "ზესტაფონი" შემდეგ კლუბებს შეიძლება გადაეყაროს:
რეინჯერსი (შოტლანდია)
ამ წყვილების გამარჯვებულებს:
ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)-ბატე (ბელარუსი. პირველი მატჩი 1:1)
რუსენბორგი (ნორვეგია)-ბრეიდაბლიკი (ისლანდია) (პირველი მატჩი 5:0)
პარტიზანი (სერბეთი)-შკენდია (მაკედონია) (პირველი მატჩი 4:0)
შტურმი (ავსტრია)-ვიდეოტონი (უნგრეთი) (პირველი მატჩი 2:0)

აგვცდნენ: კოპენჰაგენი (დანია), მაქაბი ჰაიფა (ისრაელი)-ბორაცი (ბოსნია) გამარჯვებული, დინამო (ხორვატია)-ნეფთჩი (აზერბაიჯანი) გამარჯვებული, შკენდერბეუ (ალბანეთი)-აპოელ (კვიპროსი) გამარჯვებული, სკონტო (ლატვია)-ვისლა (პოლონეთი) გამარჯვებული.

ვფიქრობთ, ჯერჯერობით გვიმართლებს. ბრძოლა ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ კარგი იქნება, თუ "რეინჯერსი" აგვცდება, დანარჩენებთან "ზესტაფონს" არცთუ ურიგო შანსები უნდა ჰქონდეს.

ევროპის ლიგაზე თბილისის "დინამო" უელსური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ამ ხუთიდან ერთ-ერთს დაუპირისპირდება:
პალერმო (იტალია)
დინამო (რუმინეთი)
კარპატი (უკრაინა)
ამ წყვილების გამარჯვებულებს:
რეიკიავიკი (ისლანდია)-ჟილინა (სლოვაკეთი. პირველი მატჩი 3:0)
ტაურასი (ლიტვა)-დენ ჰააგი (ჰოლანდია. პირველი მატჩი 2:3
)

პირველ სამთან დაპირისპირება არცთუ სახარბიელოა, ამ ორი წყვილის გამარჯვებულებთან მოხვედრა კი კარგი იქნება.

თუ რუსთავის "მეტალურგმა" ყაზახეთში წარმატებით ითამაშა, ევროპის ლიგის მესამე რაუნდში მისი პოტენციური მოწინააღმდეგეები იქნებიან:
ჰაპოელი თელ ავივი (ისრაელი)
რენი (საფრანგეთი)
ლევსკი (ბულგარეთი)
ვიტორია (პორტუგალია)
მინსკი (ბელარუსი)-გაზიანთეფი (თურქეთი. პირველი მატჩი 1:1
) გამარჯვებული

სამწუხაროდ, ამ თემასთან "გაგრას" კავშირი, ალბათ, აღარ აქვს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული