"ზესტაფონის" შემდეგი მეტოქე "შტურმი"-"ვიდეოტონის" წყვილიდანაა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაცო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონს", რომელმაც მეორე რაუნდის პირველ მატჩში კიშინოვის "დაჩიასთან" საქმე წინ წაიგდო, 3:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის საკითხი თითქმის გადაწყვიტა, შემდეგ მეტოქედ ავსტრიული "შტურმისა" და უნგრული "ვიდეოტონის" წყვილში გამარჯვებული ეყოლება.

გრაცის გუნდმა საშინაო შეხვედრაში უნგრელები 2:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები 20 ივლისს გაიმართება.

იმედია "ზესტაფონს" კიშინოვში სამბურთიანი უპირატესობის დათმობა არ უწერია და ბარიერის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონები მესამე ეტაპის მეტოქეს 26
ან 27 ივლისს საქართველოში უმასპინძლებენ (უეფას ვერდიქტის გამო, მატჩი "ბორის პაიჭაძეზე" უნდა გაიმართოს), საპასუხო შეხვედრა კი 2 ან 3 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ სწერთ თითქოს ზესტას უკვე განაღდებული ქონდეს გასვლა. ეს ცუდად მოქმედებს გუნდის განწყობაზე.
ramo
16:43 15-07-2011
0
მართალიაა.. :))
mari
23:37 15-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული