სიჭინავამ და ქეცბაიამ "მესხი" დაათვალიერეს

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია გრძელდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუშინ იქ მიმდინარე სამუშაოებს ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გაეცნენ.

სიჭინავამ ქეცბაიას დაწვრილებით განუმარტა სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმა, შემდეგ კი დაათვალიერეს არენა და გვერდით მდებარე სათადარიგო მოედანი.

უკვე დასრულებულია სადრენაჟო სისტემის კეთილმოწყობა. მოედანზე მიწის მეორე ფენის დაყრა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც ბერძნული კომპანია მინდვრის საფრის დაგებას დაიწყებს.

დაიწყო კაპიტალური რემონტი გასახდელების ბლოკში, რომელიც თითქმის მთლიანად შეიცვლის იერსახეს და, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მზად
აგვისტოს შუა რიცხვებისთვის იქნება. რამდენიმე დღეში დაიწყება კაფეებისა და საპირფარეშოების მშენებლობა, რაც უეფას ვარსკვლავების მისაღებადაა აუცილებელი.

სტადიონის მიწისქვეშა სივრცეში მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც დაახლოებით 400 მანქანაზე იქნება გათვლილი. რემონტი უტარდება პრესლოჟასა და ვიპლოჟასაც.

სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთავარი ეტაპის დასრულება 1 სექტემბრისთვის იგეგმება - საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესპანელებს განახლებულ "მიხეილ მესხზე" უნდა უმასპინძლოს.

რაც შეეხება სათადარიგო მოედანს, სიჭინავას თქმით, ბუნებრივი საფარი შეიცვლება ხელოვნურით. აშენდება გასახდელები და მსაჯთა ოთახი, რის შემდეგაც სათადარიგო მოედნის გამოყენება ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ ბატონო დომენტი და მადლობა ამისთვის! ბატონო თემურ თქვენც მადლობა რომ ზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე!
uzlevi
22:41 16-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული