შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონი" ავსტრიულ "შტურმს" დაუპირისპირდება, ხოლო ევროპის ლიგის ამავე ეტაპზე "დინამო" ისლანდიურ "რეიკიავიკს" შეხვდება, "მეტალურგი" კი - ფრანგულ "რენს".
სახელია შეგაშინებს, მაგრამ...
შტურმი (ავსტრია)
დაარსდა 1909 წელს
სტადიონი: UPC-არენა (15 400 მაყურებელი)
პრეზიდენტი: გერალდ შტოკენჰუბერი
ფერები: შავი, თეთრი
ტიტულები: ავსტრიის 3-გზის ჩემპიონი (1998, 1999, 2011), ავსტრიის თასის 4-გზის მფლობელი (1996,
მეკარეები
1. კრისტიან გრატცაი 29
22. სილვიე კავლინა 34 ხორვატია
34. ალექსანდერ შახნერი 20
მცველები
2. გიორგი ფოფხაძე 24 საქართველო
4. დომინიკ პიურშერი 23
5. ფერდინანდ ფელდჰოფერი 31
13. თომას ბურგშტალერი 31
16. ფლორიან ნოიჰოლდი 18
17. მარტინ ერენრაიხი 28
18. იოახიმ შტანდფესტი 31
23. შტეფან შტანგლი 19
ნახევარმცველები
6. მანუელ ვებერი 25
8. ანდრეას ჰიოლცლი 26
9. ჰარის ბუკვა 23
10. სამირ მურატოვიჩი 35 ბოსნია
14. ფლორიან კაინცი 18
20. მათიას კოხი 23
21. დეიან მარიჩი 21
27. კრისტიან კლემი 20
29. სანდრო ფოდა 21 გერმანია
33. პატრიკ ვოლფი 30
თავდამსხმელები
7. მარიო ჰაასი 36
11. იმრე ჟაბიში 30 უნგრეთი
24. რომან კინასტი 27
26. მარვინ ვაინბერგერი 22
მთავარი მწვრთნელი
ფრანკო ფოდა 45 გერმანია
ქართულ ფეხბურთს "შტურმთან" საერთო საკმაოდ ბევრი აქვს. დავიწყოთ იმით, რომ გრაცელთა ღირსება თავის დროზე დავით მუჯირსა და ილია კანდელაკს დაუცავთ, დღეს კი ფრანკო ფოდას გუნდის წევრი გიორგი ფოფხაძეა.
"შტურმს" საუკუნეზე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნამდე საშუალო დონის გუნდი იყო, ხსენებული პერიოდი კი მისთვის ნამდვილი ოქროს ხანაა. "შტურმი" ზედიზედ ორჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირსაც გაუგო გემო, სადაც ხელწამოსაკრავი არავისთვის ყოფილა.
როცა "შტურმში" მუჯირი გადავიდა, გრაცელები ძველებურად ვეღარ ბრწყინავდნენ, ვეღარც ჩემპიონობა შეძლეს და ევროპაშიც ვეღარ გამოირჩეოდნენ, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც ავსტრიაში თავდამსხმელად უფრო ათამაშებდნენ, "შტურმში" წარმატებული წლები გაატარა. მოგვიანებით მეორე პლანზე არც კანდელაკი ყოფილა.
ბოლო წლებში ავსტრიულ ფეხბურთში "ზალცბურგი" და დედაქალაქური კლუბები, "ავსტრია" და "რაპიდი" დომინირებდნენ, თუმცა გასული სეზონი "შტურმმა" მძლავრად ჩაატარა და ამ სამეულის ჰეგემონია დაამხო. ბუნდესლიგა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, "შტურმმა" "ზალცბურგს" სამი, ხოლო "აუსტრიას" ხუთი ქულით გაუსწრო.
რა მოხდა შარშანდელი სეზონის დასაწყისში, ესეც კარგად უნდა გახსოვდეთ - "შტურმი" ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე თბილისის "დინამოს" გადაეყარა და, მართალია, დამაჯერებლად (2:0 შინ და 1:1 სტუმრად) აჯობა, თბილისური მატჩზე მისული ქომაგი დაგვეთანხმება, რომ ავსტრიელებმა ბევრით ვერაფრით გვაჯობეს და რომ არა არაობიექტური მსაჯობა, "დინამოს" ამ ბარიერის გადალახვის შანსი აუცილებლად ექნებოდა.
შეგახსენებთ, 1:0-ზე საეჭვო ვითარებაში არბიტრმა გიორგი კახელიშვილი გააძევა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. "შტურმმა" ანგარიში გაათანაბრა და ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედიც იქვე გადაწყვიტა.
"შტურმის" შემადგენლობა შარშანდელს აქეთ დიდად არ შეცვლილა. ავსტრიის ჩემპიონის განაცხადში მრავლად აღმოაჩენთ ცნობილ ფეხბურთელებს, რომელთაგანაც ვეტერანები, მარიო ჰაასი, სამირ მურატოვიჩი და იმრე ჟაბიში უნდა გამოვარჩიოთ. "შტურმში" ავსტრიის ეროვნული ნაკრების არაერთი წევრიც თამაშობს.
სიმპათიებს იმსახურებს გუნდის გერმანელი თავკაცი ფრანკო ფოდა, რომელიც შემტევი სტილის მიმდევარია. "შტურმი" თავადაც თამაშობს და არც მეტოქეს "ახრჩობს", რაც "ზესტაფონის" ყაიდის გუნდისთვის ურიგო ამბავი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება ფოფხაძეს, მან "შტურმს" სწორედ "ზესტაფონიდან" მიაშურა და ახალი გუნდის ძირითადში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს. ჩემპიონთა ლიგის მეორე რაუნდში გიორგიმ უნგრულ "ვიდეოტონთან" პირველი მატჩი (შინ 2:0) სათადარიგოთა სკამზე გაატარა, განმეორებითში კი (2:3) მოედანზე შესვენების შემდეგ გავიდა. მისი უშუალო კონკურენტი დომინიკ პიურშერი ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო 26 ივლისს თბილისურ შეხვედრას გამოტოვებს და მოსალოდნელია, რომ "ზესტაფონთან" "შტურმის" დაცვის მარცხენა ფრთაზე სწორედ ფოფხაძე ვიხილოთ.
გრანდი არ არის, მაგრამ დონეა
რენი (საფრანგეთი)
დაარსდა 1901 წელს
სტადიონი: "რუტე დე ლორიენი" (31 127 მაყურებელი)
პრეზიდენტი: პატრიკ ლე ლაი
ფერები: შავი, წითელი, თეთრი
ტიტულები: საფრანგეთის თასის 2-გზის მფლობელი (1965, 1971)
მეკარეები
1. ბენუა კოსტილი 24
16. შეიხ ნდიაიე 26 სენეგალი
30. აბდულაიე დიალო 30 გვინეა
მცველები
2. კევინ კატერინი 21 გვადელუპე
3. კრის მავინგა 20 კონგო
4. ადამ ონიეკაჩი 24 ნიგერია
5. კადერ მანგანი 28 სენეგალი
15. ჟან-არმელ კანა-ბიიკი 22 კამერუნი
22. იასინ ჯებური 19 მაროკო
24. პაპე მალიქ კანდჯი 18 სენეგალი
25. ჯონ ბოიე 24 განა
29. რომენ დანსი 25
ნახევარმცველები
6. ალექსანდერ ტეტეი 26 განა
8. ჟულიენ ფერე 29
10. სტეფან დალმა 32
14. ჟორჟ მანჟიეკი 22 კამერუნი
17. იან მვია 21 კონგო
18. ფაბიენ ლემონი 24
20. იასინ ბრაჰიმი 21 ალჟირი
23. ქამალ ისა 18 განა
26. ვენსან პაიო 20
28. ტონგო ჰამედ დუმბია 21 კოტ დივუარი
თავდამსხმელები
7. ჯონათან პიტროიპა 25 ბურკინა ფასო
11. ჟირეს კემბო-ეკოკო 23 კონგო
12. რაზაქ ბუქარი 24
19. ჯონ ვერჰოეკი 22 ჰოლანდია
21. ვიქტორ მონტანო 27 კოლუმბია
27. აბდულ კამარა 21 გვინეა
მთავარი მწვრთნელი
ფრედერიკ ანტონეტი 49
"რენმა" საფრანგეთის ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა, რაც შთამბეჭდავი შედეგი სულაც არ არის, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სეზონის დაახლოებით ორი მესამედი ფრედერიკ ანტონეტის გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და ერთი პერიოდი ლიგა 1-ს ლიდერობდა კიდეც.
"რენი" მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა თამაში ბრეტანის ლიგაში დაიწყო, რომელიც სამჯერ მოიგო. პირველ სერიოზულ ტიტულთან ახლოს კი 1922 წელს იყო, როცა საფრანგეთის თასის ფინალში დამარცხდა. ელიტურიდან ქვედა ლიგებში და უკუმიმართულებით მოგზაურობა რუსთაველთა მეტოქისთვის უცხო არ ყოფილა, შედარებით სოლიდური გუნდად კი 50-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა.
საფრანგეთის ჩემპიონობას "რენი" ერთხელაც ვერ შეწვდა, სამაგიეროდ, ქვეყნის თასი ორჯერ მოიპოვა. ბოლო წლებია, ლიგა 1-ის "ოქროს შუალედს" მიეკუთვნება და შიგადაშიგ უეფას თასის საგზურის მოპოვებასაც ახერხებდა. ბოლოს ამ ტურნირზე 2008 წელს ითამაშა და ნორვეგიული "სტაბეკის" ძლევის შემდეგ ბრძოლას ჰოლანდიურ "ტვენტესთან" მარცხით გამოეთიშა. საერთოდ კი კლუბი ევროასპარეზზე წარმატებული თამაშით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
ბოლოს "რენი" ტიტულთან ახლოს 2009 წელს იყო, როცა საფრანგეთის თასის ფინალი წააგო.
საფრანგეთში აფრიკელები აბსოლუტუტურად ყველა კლუბში მრავლად არიან, მაგრამ "რენში" მათი სიჭარბე მაინც თვალშისაცემია. გუნდში ამინდს შავი კონტინენტის წარმომადგენლები ქმნიან, თუმცა ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ფიგურა ფრანგია - სტეფან დალმას, რომელიც უკვე 32 წლისაა, ჩინებული კარიერა აქვს გავლილი, უთამაშია თავისი ქვეყნის ნაკრებში, "ინტერში", "ტოტენჰემში", პსჟ-ში, "ბორდოში", "მარსელსა" და კიდევ რამდენიმე ცნობილ კლუბში. დალმა დღესაც მშვენიერ ფორმაშია და "რენის" შეტევებს მაღალ დონეზე უძღვება.
გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით კოლუმბიელი ვიქტორ მონტანო გახდა.
ისლანდიური "ნიუკასლი"
რეიკიავიკი (ისლანდია)
დაარსდა 1899 წელს
სტადიონი: ვიოლური (6 000 მაყურებელი)
პრეზიდენტი: გუდიონ გუდმუნდსონი
ფერები: შავი, თეთრი, ყვითელი
ტიტულები: ისლანდიის 24-გზის ჩემპიონი (ბოლოს 2003-ში), ისლანდიის თასის 11-გზის მფლობელი (ბოლოს 2008-ში), ისლანდიის ლიგის თასის 4-გზის მფლობელი (ბოლოს 2010-ში)
მეკარეები
1. ჰანეს ჰალდორსონი 27
29. ატლი იონასონი 23
მცველები
6. გუნარ ტორ გუნარსონი 25
7. სკული ფრიდრეიგსონი 22
12. დოფრი სნორასონი 21
18. არონ იოსეპსონი 21
21. გუდმუნდორ გუნარსონი 22
30. ჟორდაო დიოგო 25 პორტუგალია
ნახევარმცველები
2. გრეტარ სიგურდასონი 28
3. ასგეირ ორნ ოლაფსონი 23
4. ბიარნი გუდიონსონი 32
8. ბალდურ სიგურდსონი 26
11. ოსკარ იორნ ჰაუკსონი 26
14. ვიქტორ არნარსონი 28
15. ეგილ იონსონი 20
17. ჰროარ სიგურდსონი 19
25. ტორფი ოლაფსონი 19
26. ალექსანდერ კოსტიჩი 18
თავდამსხმელები
9. გუნარ იორნ იონსონი 26
10. კიარტან ფინბოგასონი 25
20. მაგნუს ლუდვიკსონი 30
23. გუდიონ ბალდვინსონი 25
24. ბიორნ იონსონი 20
28. დავიდ ეინარსონი 18
მთავარი მწვრთნელი
რუნარ კრისტინსონი 41
"რეიკიავიკმა" ისლანდიის წინა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, მაგრამ მიმდინარე გათამაშებაში, რომელიც სხვა ჩრდილოური ქვეყნების მსგავსად გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, ერთპიროვნულად ლიდერობს. 10 მატჩიდან დედაქალაქელებმა 7 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს, რაც, დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი შედეგია.
ისლანდიის უძველესი და უტიტულოვანესი კლუბი შავთეთრზოლიანი მაისურებით "ნიუკასლის" საპატივსაცემოდ თამაშობს. 1912 წელს, როცა "რეიკიავიკი" პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მისმა ფეხბურთელებმა, რომელთა უმრავლესობაც ამ ინგლისური კლუბის ქომაგი იყო, გადაწყვიტა, "ნიუკასლის" ფორმა შეეძინათ და თამაში მისი ფერებით გაეგრძელებინათ.
თუ წელს იჩემპიონა, "რეიკიავიკი" ტიტულს რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნებს, რაც ასეთი წარსულის მქონე კლუბისთვის დიდი დროა.
"დინამოს" მეტოქე ადგილობრივებს ეყრდნობა და ერთადერთი ლეგიონერი ჰყავს. მიმდინარე სეზონში "რეიკიავიკის" საუკეთესო ბომბარდირები ფინბოგასონი და ბალდვინსონი არიან, შესაბამისად 5 და 4 გოლით.
შეგახსენებთ, ევროპის ლიგის წინა ეტაპზე "რეიკიავიკმა" სლოვაკურ "ჟილინას" აჯობა (შინ 3:0, სტუმრად 0:2), მანამდე კი ფარერულ "ფულგაფიორდურს" სტუმრად 3:1 სძლია, საკუთარ მოედანზე კი 5:1 გაანადგურა.
ისლანდიელებმა შარშან ევროპის ლიგაზე ასპარეზობა "ზესტაფონის" მძლეველ "კარპატისთან" უსახური თამაშით დაასრულეს - უკრაინელებთან ჯერ შინ 0:3 განადგურდნენ, სტუმრად კი 2:3 დამარცხდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"