მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი: "მეტალურგის" ასიანი ნახტომი

AutoSharing Option
თვის დასაწყისში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), ტრადიციულად, მსოფლიოს მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა (არ უნდა აგვერიოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში, რომელიც უფრო არსებითი და მნიშვნელოვანია).

IFFHS-ის რეიტინგში კვლავაც სამი ქართული კლუბია, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, ოღონდ, ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, დედაქალაქელთა მდგომარეობა გაუარესდა, "დინამო" 102-ედან 114-ე ადგილამდე დაქვეითდა.

სამაგიეროდ, სოლიდურად დაწინაურდა რუსთავის "მეტალურგი", რომელიც ერთბაშად 100 ადგილით აღზევდა, "ზესტაფონიც" ჩამოიტოვა და დღეს 195-ეა. იმერლები კი 168-ედან 221-ე საფეხურამდე დაეშვნენ.

ცნობისთვის, "ზესტაფონის" დღევანდელი მეტოქე "შტურმი" 270-ეა, ხოლო
"დინამოს" ხვალინდელი მოწინააღმდეგე "რეიკიავიკი" - მე-200.

საუკეთესო ათეულში მცირედი ცვლილებებია. "სანტოსმა" და "ველეს სარსფილდმა" ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს, "შალკემ" კი კიევის "დინამო" ათეულიდან განდევნა.

ზეათეული ასე გამოიყურება: 1. ბარსელონა (ესპანეთი), 2. რეალი (ესპანეთი), 3. პორტუ (პორტუგალია), 4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 5. მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 6. ვილიარეალი (ესპანეთი), 7. ინტერი (იტალია), 8. სანტოსი (ბრაზილია), 9. ველეს სარსფილდი (არგენტინა), 10. შალკე (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარსელონას გარდა ყველა შეუსაბამოდაა
Dato
17:50 03-08-2011
0
ბარსელონას გარდა ყველა შეუსაბამოდაა
Dato
17:48 03-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული