შოკი: გია გეგუჩაძე გადადგაო!

AutoSharing Option
ზეგ, 18 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უეფას ევროპის ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების პლეი ოფის პირველი მატჩი "ზესტაფონი" ბელგიურ "ბრიუგეს" მიიღებს.

ასეთ მნიშვნელოვანი შეხვედრამდე სამი დღით ადრე, გუშინ საღამოს ინტერნეტფორუმებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეგუჩაძემ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი პოსტიდან გადადგა.

ეჭვები ჯერ კიდევ "შტურმთან" წაგების შემდეგ მისმა ავადმყოფობამ გამოიწვია, მაგრამ ბატონი გია გუნდს დაუბრუნდა და ყველაფერი ჩვეულებრივი რეჟიმით გრძელდებოდა. თუმცა, გუშინ მოხდა მოულოდნელი რამ - როდესაც "ზესტაფონის" ფეხბურთელები მშობლიურ არენაზე შეიკრიბნენ, ვარჯიშს გეგუჩაძის თამაშემწე გია ჭიაბრიშვილი გაუძღვა, მთავარი მწვრთნელი
კი არ ჩანდა.

ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგრამ კლუბიდან შევიტყვეთ, რომ თითქმის ყველა შეეგუა გეგუჩაძის წასვლას, მაგრამ ეს ამბავი ოფიციალურად არ დასტურდება. ასე რომ, უცნობია, "ბრიუგესთან" გუნდს ვინ მოამზადებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება კლუბის ინტერესებისთვის სასიკეთოდ შეიცვლება.

კიდევ ერთი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ბუბა დაუშვილს უკავშირდება - მან "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა და დუბლებში გადაიყვანესო.

ცხადია, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელს კარიერის უცხოეთში გაგრძელების ამბიცია გაუჩნდა. ამიტომაც გააფორმა კონტრაქტი საგანგებოდ მასთან თბილისში შესახვედრად ჩამოსულ დალიბორ ლასინასთან. ცნობილ ჩეხი მენეჯერი ბევრი სახელიანი ფეხბურთელის აგენტია - ანდრეა ბარძალის, ტომაშ უიფალუშის, დრიჟდალ ფრანტიშეკის, ბონი ვინფრიდის, ჯონ ჰეიტინგას...

მოკლედ, დაუშვილმა "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაგრძელება არ ისურვა - ხელშეკრულება კი ზამთარში უმთავრდება. რაც შეეხება მის დუბლებში გადაყვანას, მსგავს "განსაწმენდელს" "ზესტაფონში" ადრე მიმართავდნენ და ფეხბურთელებს კონტრაქტის გაფორმების სურვილი უჩნდებოდათ. მაგრამ წასვლის მსურველი ფეხბურთელის ამგვარად გაჩერებას, გვჯერა, "ზესტაფონში" აღარ აპირებენ.

ფაქტია, რომ გუშინ დაუშვილმა ძირითად გუნდში ივარჯიშა, ჩვენ კი იმედი დავიტოვოთ, რომ "ბრიუგესთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გუნდი მომზადებული და მობილიზებული დახვდება და თითოეული ჩვენგანისთვის სასურველ შედგეს მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სტაბილურად არასტაბილურები ვართ :(

თუ ეს ჭორი არ არის, მაშინ ამაზე ცუდი დრო ვერ მოიძებნა გუნდის და მწვრთნელის განსაშორებლად? ძლივს წინ წავედით და ეგრევე თავი იჩინა უთანხმოებამ :(
უძლევი
10:54 16-08-2011
0
100 წელიწადში ჯოხიც ვარდებაო,
ეს იყო ზესტაფონის პიკი,კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი
ზესტაფონო,ზესტაფონო გვშორდები იი ი
evropeli
11:58 16-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული