აჟიოტაჟი: ბუბა დაუშვილმა ქართულ ფეხბურთში პრეცედენტი დაუშვა

AutoSharing Option
ბუბა დაუშვილის ნაბიჯმა საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მან "ზესტაფონთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა, ფიფას მიერ მინიჭებული უფლება გამოიყენა და ლვოვის "კარპატისთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამ ამბავს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გულშემატკივართა ნაწილი ფეხბურთელს ამტყუნებს, ნაწილი კი მის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს. ფორუმში "ზესტაფონის" ამბებზე' საკმაოდ საინტერესო და ცხარე დისკუსიაც გაიმართა...

. ქართველი ხალხის ინტერესებს წიხლი არ უნდა ჰკრათ, უნდა იცოდეთ შენც და გეგუჩაძემაც, ეს როდის უნდა გააკეთოთ, თქვე დალოცვილებო, ერთი კვირა ვერ მოითმინეთ? საერთოდ არ გადარდებთ "ზესტაფონი" და საქართველო და
100 დოლარზე მეტს თანხმდებით?

. რაც მეტი ფეხბურთელი წავა და წარმატებული გახდება უცხოეთში, მით უკეთესი ქართული ფეხბურთისთვის. ასე გახდა დანია ევროპის ჩემპიონი. ყველა რომ "ოდენსეში" და "ორჰუსში"' მჯდარიყო, არა მგონია, რაიმე მოეგოთ. და ბოლოს, არსებობს ადამიანის არჩევანის უფლება.

. დაუშვილმა კარიერა 32-34 წლამდე საქართველოში უნდა დაამთავროს და 10 წლის მერე თქვენ, 100 დოლარს დაუხარბებული პატრიოტები შეინახავთ მის ოჯახს?

. ეს იყო წინასწარი კონტრაქტი და ბელგიელებთან თამაშზე უარს არც ამბობდა. უცხოეთში რომ წავიდნენ ქინქლაძე, ქეცბაია, იაშვილი, არველაძეები, კობიაშვილი, ასათიანი, ბევრი სხვა, სირცხვილი იყო? უცხოურ კლუბებში მომზადებულები არ თამაშობენ საქართველოს ნაკრებში? გინდათ, რომ ამ ჭაობ-ჩემპიონატში ჩარჩნენ ეს ნიჭიერი ბავშვები? წავიდნენ, გაიზარდონ და ჩვენც გაგავახარონ, ეს არის ბუნებრივი, კარგიც და თუ ჩვენი ჩემპიონატი უკეთესი გახდება, მიგრაციაც ნაკლები იქნება.

.
ერთმა ძალიან კარგმა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი იმიტომ არ გააგრძელა, რომ უკეთეს გუნდში გადასვლის შანსი ჰქონდა. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. რა შუაშია საქართველოს ინტერესები? ის ხომ მოგეწონათ, ხორვატიასთან თითქმის ყველა შეტევას რომ დაუშვილი შლიდა და მოედანზე ყველგან იყო. იქ არ იცავდა საქართველოს ინტერესს? ჰოდა, რახან კლუბს ფული უნდა, ითამაშოს კიდე ორი-სამი წელი საქართველოში?

. კოკაიამ გეგუჩაძეს და დაუშვილს ყველაფერი გაუკეთა და დაფასებას ითხოვს ეს კაცი და არა მალულად კონტრაქტებზე ხელმოწერას. რა ქნას, აბა, რომ ითხოვთ, ეს გააკეთოს და ის ტრიბუნა დაამატოს, საიდან ძმაო? ჩადო ფული და უნდა ფეხბურთელიდან ამოიღოს. დაუშვილს რომ გაყიდიდა, იმიტომ იყიდა მენთეშაშვილი და ხელს არც შეუშლიდა, მაგრამ ამისთანა თამაშისწინა არეულობა შეიტანეს გუნდში მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც. ეს არის სიმართლე!!! დაუშვილი ახალგაზრდაა და შეაცდინეს, გეგუჩაძემ კი ნიშნის მოგებით დატოვა გუნდი!

. კოკაიამ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს, დაუშვილმა - თავისი. სწორედ ამიტომ არსებობს კანონები, რომ ინტერესების შეჯერება ცივილიზებულად მოხდეს. თუ კოკაიას დაუშვილის კონტრაქტზე ფულის გაკეთება უნდოდა, 3-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და, ვთქვათ, შარშან გაეყიდა. ორივე ერთად არ გამოდის. 3 წელი მისი თამაშით ხომ ხეირობდა "ზესტაფონი", ეხლა დაუშვილი თავისუფალი აგენტი ხდება და კანონის მიხედვით სრული უფლება აქვს, სადაც უნდა იქ წავიდეს. დუბლებში მისი გადაყვანა კი გაუმართლებელი მგონია.

. წინდახედული ბიჭი ყოფილა, ღმერთმა გაუმარჯოს... ვიღაც გამოჩნდა, ვინც მარტო დღევანდელი დღით არ ცხოვრობს.

* * *
რაც უნდა ითქვას, ერთი ცხადია - დაუშვილმა პატარა რევოლუცია მოახდინა ქართულ ფეხბურთში და იმ უფლებით ისარგებლა, რომელსაც ჩვენთან ვერავინ იყენებდა.

კლუბებისა და მოთამაშეების ინტერესები სწორედ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში გადაიკვეთება ხოლმე და, ცხადია, ორივე მხარე საკუთარი ინტერესის დაცვას ცდილობს. თუმცა გამონაკლისებიც ყოფილა: მაგალითად, როდესაც დიმიტრი ტატანაშვილს "ამერთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა, ჩეხეთში მიიწვიეს, მაგრამ
გადასვლამდე ხელახალი კონტრაქტი ფორმალურად გააფორმა, რათა "ამერს" თანხა მიეღო.

თუმცა მაშინ ლაპარაკი იყო 300 ათას ევროზე, დაუშვილს კი "ზესტაფონი" ამ ფასად არ გაუშვებდა და შეიქმნა კიდეც სამწუხარო ვითარება - ამჟამდ კლუბსა და
მოთამაშეს შორის კონფლიქტი აშკარაა.

ცხადია, ეს ამბავი კლუბებისთვის საშიში პრეცედენტია, რაზეც ისინი ამ ახალი წესის შემოღების შემდეგ დაფიქრდნენ და ერთობლივი მოქმედების მონახაზიც
არსებობს, რათა საკლუბო ინტერესები დაიცვან. ეს ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტმა გაგვიმხილა. არ არის გამორიცხული, მოთამაშეთა ასეთი ნაბიჯების აღსაკვეთად ფეხბურთელთა წინააღმდეგ კონტრზომებს მიმართონ, მაგრამ როგორს, ეს არის საინტერესო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაი ჩვენს თავს, ქვეყანა თავზე გვენგრევა და ეს ხალხი რაზე კამათობს?
- გაბღენძილი კრეტინების ქვეყანა: დააკვირდით კომენტარებს, ყველა ყველაფერი იცის!
shoda
11:29 20-08-2011
0
მართლა გუნდში მიდიოდეს, არა უშავს შეიზლება გაგვემართლებინა, მაგრამ კარპატი ლვოვი რომ ზესტაფონს არ ჯობია. მიდის ეგეც მანჩესტერში მიდის, მაგისი საფეხბურთე დონე უფრო დავარდება და ნაკრების მაისურსაც დაემშვიდობება. შევარცხვინე ასეთი ქართველი.
otari56
17:42 20-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული