სახალისო ფეხბურთი აბაშაში

AutoSharing Option
აბაშაში სახალისო ფეხბურთის ეგიდით ხუთდღიანი ღონისძიება მიმდინარეობს. სახალისო ფეხბურთის ქართულმა წარმომადგენლობამ (კოორდინატორი მაცი კვარაცხელია) გადაწყვიტა, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს იმ რეგიონებს, სადაც ფეხბურთს განვითარება ყველაზე მეტად ესაჭიროება.

აქციის აბაშაში ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იქაური საფეხბურთო კლუბის, ~რიონის" პრეზიდენტ ზაზა კუციას.

~მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სათანადო დონეზე გვემასპინძლა და ამ მოვალეობას თავი პირნათლად გავართვით. დიდი მადლობა სახალისო ფეხბურთის ხელმძღვანელობას, რომ არჩევანი აბაშის სასარგებლოდ გააკეთა. ჩვენთან ფეხბურთს განსაკუთრებით უჭირს, გვყავს მხოლოდ ბავშვთა გუნდი, რომელსაც საკუთარი სახსრებით ვინახავთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ გვაქვს
იმის პერსპექტივა, რომ უფროსების გუნდი ჩამოვაყალიბოთ და იმედია, ამის დროც მოვა. ამჟამინდელი აქციის მოწყობისთვის კი სახალისო ფეხბურთის მესვეურების გარდა, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ადგილობრივ გამგეობას. ეს ღონისძიება ჩვენი კლუბის განვითარებას ხელს შეუწყობს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახალისო ფეხბურთისგან საფეხბურთო ინვენტარი გადმოგვეცემა, რაც ჩვენთვის დიდი შეღავათია", - გვითხრა ზაზა კუციამ.

სახალისო ფეხბურთის აბაშის ტურნირში, რომელიც 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის მიმდინარეობს, სულ 190 ბავშვი მონაწილეობს, გუნდების უმრავლესობა სამეგრელოს წარმოადგენს. ხუთდღიანი აქციის ბოლოს აბაშაში დანიიდან სახალისო ფეხბურთის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები ჩავლენ და ღონისძიება საზეიმოდ დაიხურება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული