ვიტელებმა საკონტროლო მატჩში სტუდენტებს აჯობეს

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" სანაკრებო პაუზით ისარგებლა და საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. ვეტერინართა მეტოქე სტუ იყო, უმაღლესლიგელებმა 2:1 გაიმარჯვეს. ანგარიში 52-ე წუთზე გიგა ჯუღელმა გახსნა, 70-ე წუთზე წონასწორობა გოგატიშვილმა პენალტით აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 89-ეზე დავით მაისაშვილის პასით ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: ძაძამია - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - გურამ გურეშიძე, ვასაძე - კორიფაძე, ჯანელიძე, ზაქრაძე - ჩიმაკაძე.

მეორე ტაიმში: სვანაძე - ხუჭუა, ხუმარაშვილი, გოგიაშვილი, ოთარიშვილი - მაისაშვილი, ჯაყელი - ვაშაკიძე (80. კუხალეიშვილი), გიორგი გურეშიძე, ჯუღელი - სიხარულიძე.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე სტუდენტებს კარგი გუნდი ყავთ იმდღეს ვუყურე ბათუმთან და ბურთი არ ანახეს რომელზე არიან პირველ ლიგაში?
daviti
23:51 10-10-2011
0

სიახლეები პოპულარული