ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საქართველოდან არჩევანის გაკეთების უფლება ხუთი წამყვანი ქართული კლუბის - "ზესტაფონის", "დინამოს", "მეტალურგის", "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიას" მოთამაშეებს მიეცათ.
შესაძლოა, დღეისთვის საქართველოში "გაგრასა" და "ვიტ ჯორჯიაზე" უფრო ძლიერი კლუბებიც იყვნენ, მაგრამ FIFPro-მ ჩვენი ქვეყნიდან მხოლოდ ის კლუბები შეარჩია, რომლებმაც წლევანდელ და შარშანდელ ევროტურნირებზე იასპარეზეს.
რამდენიმე დღის წინ საკუთარი არჩევანი "დინამოს" ფეხბურთელებმა გააკეთეს, გუშინ კი ამის საშუალება "ზესტაფონის" წევრებს მიეცათ.
FIFPro-ს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"