ჩისამბა ლუნგუ ურალის განაცხადში

AutoSharing Option
უკვე დიდი ხანია, რაც ჩისამბა ლუნგუმ თვითნებურად დატოვა ზუგდიდის "ბაია" და რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ ეკატერინბურგის ურალში ვარჯიში დაიწყო. გუშინ კი რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 19 წლის ზამბიელი ნახევარმცველი "ურალმა" საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანა.

როგორც "სპორტ-ექსპრესი" იტყობინება, კლუბმა და ფეხბურთელმა განაცხადში შეყვანისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი მოაგროვეს.
ცნობისათვის, რუსეთის პირველ დივიზიონში, სადაც 20 გუნდი თამაშობს, "ურალს" 23 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ლუნგუს გუნდი მეორერ ადგილზე მყოფ "ვოლგას" ორიოდე ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, პრემიერლიგაში თამაშის უფლებას პირველი
დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

აქამდე არ გვსმენია, რომ ლუნგუს რუსეთში წასვლით უკმაყოფილო "ბაია" საკუთარი პოზიციების დასაცავად რომელიმე საერთაშორისო საფეხბურთო სტრუქტურისთვის მიმართვას აპირებდეს. თუ ამ საქმეს გაგრძელება მოჰყვება და ზუგდიდური კლუბი მაინც მოიმოქმედებს რაიმეს თავისი ყოფილი ფეხბურთელისა და რუსული კლუბის წინააღმდეგ, ამას აუცილებლად გაცნობებთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული