კი არ კვდება, ცოცხლდება...

AutoSharing Option
ებრაელი ბიზნესმენის გრანდიოზული ჩანაფიქრი: თბილისში საფეხბურთო სკოლების ქსელი იქმნება

საფეხბურთო სკოლა "ნორჩი დინამოელის" გარშემო დიდი ვნებათღელვა ატყდა. სკოლის მიმდებარე ქუჩის მცხოვრები გულშემატკივრები დაგვიკავშირდნენ, აქაურობას რომ ყიდიან და თბილისი საფეხბურთო მოედნებისა და სკოლებისგან იცლება, არ გადარდებთო?!
სპორტული გაზეთის სადარდებელი სხვა რა უნდა იყოს? "ნორჩი დინამოელი" უძველესი ქართული საფეხბურთო სკოლაა და მისი გასხვისება არავის ესიამოვნებოდა. დილით, სკოლასთან აღშფოთებული ხალხი დაგვხვდა. ყველას თავისი ადარდებდა. მაგალითად, მწვრთნელები ჩიოდნენ, ბავშვები სადღა ვავარჯიშოთო და ახლობელ-მეგობრებს მოედნების დასაქირავებლად აწუხებდნენ. გაურკვეველ ხმებზე აყოლა უმადური საქმეა და დავინტერესდით, რა
ხდება რეალურად "ნორჩ დინამოელში".

დაახლოებით ისეთი სურათია, როგორც ერთ ანეკდოტში: გმირი წყაროსთან მოკალათებულ ათთავიან გველეშაპს ცხრა თავს წააცლის. შეწუხებული გველეშაპი ბოლოსღა ეკითხება, რა გინდა, რას მერჩიო? წყალი მინდა დავლიოო. მერე დალიე, ვინ გიშლისო?
ამ ანეკდოტის მორალი არსებულ ვითარებასაც მიესადაგება - ჯერ იკითხე, იქნებ კარგი რამ ხდება? მაინცდამაინც ცუდი რატომ უნდა იფიქრო?
სკოლის დირექტორმა ოთარ შენგელიამ მწვრთნელები და გულშემატკივრები მოულოდნელი სიახლით დააიმედა - "ნორჩ დინამოელს" კი არ ვანგრევთ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა გახდება და ტყუილად ნერვიულობთო.
რა ხდება რეალურად, სად არის სიმართლე და სად ტყუილი, რა მშენებლობა წამოიწყეს "ნორჩი დინამოელის" ტერიტორიაზე? ამის თაობაზე "ლელოს" ოთარ შენგელია ელაპარაკა...

სრულად იხილეთ "ლელოს" სამშაბათის ნომერში, საიტზე ოთხშაბათს 15 საათის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული