თბილისის "დინამომ" ასეული დატოვა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) მიერ გამოქვეყნებულ მორიგ რეიტინგში, ანუ მსოფლიოს 401 კლუბის ჩამონათვალში ჩვენებიდან
საუკეთესო პოზიცია კვლავ თბილისის "დინამოს" უკავია, მაგრამ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ზეასეული დატოვა და 96-დან 101-ე ადგილამდე ჩაინაცვლა.

რეიტინგში კვლავ სამი ქართული კლუბია წარმოდგენილი, რომელთა შორისაც მეორეა ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი" - ფეროელებმა 185-ედან 178-ე პოზიციამდე აინაცვლეს, რუსთავის "მეტალურგი" კი 206-ედან 212-ე საფეხურამდე ჩამოქვეითდა.

რეიტინგის პირველ-მეორე ადგილებს კვლავ ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდები, "ბარსელონა" და "რეალი" ინაწილებენ. ზეათეულში მხოლოდ ორი არაევროპული კლუბია.

1.
ბარსელონა (ესპანეთი)
2. რეალი (ესპანეთი)
3. ველეს სარსფილდი (არგენტინა)
4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
5. პორტუ (პორტუგალია)
6. მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
7. ბაიერნი (გერმანია)
8. ინტერი (იტალია)
9. შალკე (გერმანია)
10. სანტოსი (ბრაზილია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული