გელა სანაია: ამდენს არსად არავის აცდიან

AutoSharing Option
ანგარიშისგან განსხვავებით, მატჩის შედეგი ჩემთვის სრულიად მოსალოდნელი იყო. დღეისთვის "ზესტაფონი" საქართველოს საუკეთესო გუნდია, რაც კიდევ ერთხელ და, რაც მთავარია, ძალიან თვალსაჩინოდ დაამტკიცა.

გიორგი ჭიაბრიშვილმაც დაამტკიცა, რომ შედგა როგორც მთავარი მწვრთნელი. მისი წვლილი "ზესტაფონის" წარმატებაში აშკარად განსაკუთრებულია. ბუნებრივია, იგი გია გეგუჩაძის იდეებს იზიარებს, მაგრამ მის გუნდს გეგუჩაძის გუნდისგან ფლანგებზე აქტიური თამაში განასხვავებს.

"ზესტაფონი" ძლიერია როგორც ფეხბურთელთა ინდივიდუალური თამაშით, ასევე კოლექტიური მოქმედებით. გუნდი იდეალურადაა შეთამაშებული, ამას ფეხბურთელთა მონაცემები, კვალიფიციური სამწვრთნელო შტაბი და გამართული საკლუბო ინფრასტრუქტურა დაამატეთ და წარმატების რეცეპტსაც მიიღებთ.

"დინამოში" კი
სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა და ეს ამ მატჩამდეც კარგად ჩანდა. გუნდი შენების პროცესშია, მაგრამ მეეჭვება, ეს პროცესი სწორად მიმდინარეობდეს. იქ ბევრი რამაა ძირფესვიანად შესაცვლელი.

ტრანსფერების დიდმა ნაწილმა აშკარად ვერ გაამართლა. უსარგებლო შენაძენებში რამდენიმე ესპანელსაც ვგულისმობ. ყველა პრობლემის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ "დინამო" სეზონის მეორე ნახევარში "ზესტაფონს", "ტორპედოსა" და "მეტალურგს" კონკურენციას გაუწევს.

ალექს გარსიას კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდს მიზანი მკაფიოდ ჩამოუყალიბა - ჩემპიონობა. "დინამოს" თამაშის ამჟამინდელი ხარისხი კი, მეტი რომ არ ვთქვათ, არასაჩემპიონოა.

გუნდის ჩამოსაყალიბებლად დრო ყველა მწვრთნელს სჭირდება, მაგრამ ამდენს ქართველ მწვრთნელს ნამდვილად არ დააცდიდნენ. ამდენს არსად არავის აცდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენ კარგად ხო ხართ რაუნდა გაუშვათ აცადეთ მაგ კაცს დინამოში კი არა ნებისმიერ კლუბში მასე იქნება აცადეთ მაგ კაცს ორი ფეღბურტელის ტრანსფერით გუნდი ვერ აშენდება
qutaiseli1
00:47 16-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული