"ზესტაფონი": ჭიაბრიშვილს კონტრაქტი 3 წლით გაუხანგრძლივეს

AutoSharing Option
გიორგი ჭიაბრიშვილი "ზესტაფონში" გრძელვადიანი კონტრაქტით იმუშავებს. სეზონის დასაწყისში კლუბმა ჭიაბრიშვილს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კოტრაქტი.

როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მწვრთნელის საქმიანობით კმაყოფილია და მასთან ურთიერთობას დიდხანს აპირებს. 18 ტურის შემდეგ 42 ქულით ზესტაფონელები ორივე (ტრადიციული და ვირტუალური) ცხრილის თავში არიან.

ოვონიკოკო მარტში დაბრუნდება
"ზესტაფონის" ახალწვეული აბაიომი ოვონიკოკო ჯერაც სარეაბილიტაციო კურსს გადის. შეგახსენებთ, მაისში მან მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანზე დაბრუნებამდე არცთუ დიდი დრო დარჩა.

როგორც 19 წლის ნიგერიელის ყოფილი კლუბის, "გაგრას" პრესსამსახურის უფროსმა მიხეილ აფხაზავამ გვითხრა, ოვონიკოკო თამაშს მარტში შეძლებს.
მანამდე იგი "ზესტაფონს" ესპანურ შეკრებაზე გაჰყვება.

იომი ახლა სამშობლოშია და საქართველოში 4 იანვარს დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რას გადაეკიდეთ ამ კაცს მაგარი ფეხბურთელია არც კი გინახავთ ალბად მგონი გუნდმა თქვენზე უკეთ იცის
NIGHT
15:51 28-12-2011
0
იმდენი კაი მოტამასჰე გყავტ ეგ ნიგერიელი ტუ რავი ვინც არი არ გცჰირდებოდატ იმდენი ნიცჰიერი ქარტველია
gigi
14:49 28-12-2011
0

სიახლეები პოპულარული