დავით მუჯირი "ზესტაფონთან" კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
რამდენიმე დღეში, შესაძლოა, ახალ წლამდეც, დავით მუჯირი "ზესტაფონთან" კონტრაქტს გააფორმებს - ამის შესახებ სრულიად სარწმუნო ინფორმაცია გვაქვს და უდიდესი ალბათობით, ამ ტრანსფერს წინ ვეღარაფერი აღუდგება, რადგან შევიტყვეთ, რომ მხარეები ერთმანეთთან ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

მართალია, "ზესტაფონის" პრესსამსახურმა ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის - ტრადიციად იქცა, რომ საქართველოს ჩემპიონები მხოლოდ განხორციელებული ტრანსფერების შესახებ ატყობინებენ საზოგადოებას.

შეგახსენებთ, 33 წლის მუჯირმა 2011 წელი იაპონურ "სანფრეჩე ჰიროშიმაში" გაატარა, სადაც საკმაოდ ნორმალური სეზონი ჩაატარა - 34 მატჩში 6 გოლი გაიტანა. "ჰიროშიმა"
მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი კონკურენცია გაიზრდება მივესალმები,გუშინ ასათიანზე იყო საუბარი და სად გააქრეს ის სტატია?ბოლოს და ბოლოს იტყვის ვინმე სიმართლეს ასკაზე თუ იციან რამე?
vasiko basiladze
17:40 28-12-2011
0
კარგი იქნება ქეცბას თამაშით დაუმტკიცოს სიმართლე-თორემ ჭორიკანა ქალივით გამოუვიდა-სტატიას ვგულისხმობ.მუჯირს თავის ასაკის მიუხედავად ნაკრებში მხოლოდ 25თამაში აქვს ჩატარებული,ამიტომ მარტო ქეცბას ნუ აბრალებს-სხვებიც არ იწვევდენ.
mimino
15:55 28-12-2011
0

სიახლეები პოპულარული