ფიფამ "ზესტაფონს" უპასუხა - დაემორჩილეთ სფფ-ს!

AutoSharing Option
გასული წლის 23 დეკემბერს "ზესტაფონმა" ფიფაში საგანგებო წერილი გაგზავნა. კლუბის ხელმძღვანელობამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაარსებული საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის კანონიერებისა და ლეგალურობის საკითხის განხილვა სთხოვა.

"ზესტაფონმა" წერილში უნდობლობა გამოუცხადა სფფ-ის მიერ დაფუძნებულ საფეხბურთო არბიტრაჟს და მისი წევრების კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა. მართალია, კლუბმა თავის დროზე არბიტრაჟის დაარსებას ხელმოწერით დაუჭირა მხარი, მაგრამ "ზესტაფონი" არბიტრაჟის დღევანდელი სახით არსებობას არ მიესალმება.

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "ზესტაფონის" ოფისში ოპერატიულად გამოგზავნა საპასუხო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი არ არის ფიფას
კომპეტენციაში შემავალი თემა და შიდასაფეხბურთო დავები უნდა გადაწყდეს სფფ-ის წესდების შესაბამის უწყებაში, რაც დღეისთვის არის სწორედ საფეხბურთო საარბიტრაჟო სასამართლო.

წერილში ისიც არის მითითებული, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შემავალი ყველა სუბიექტი მის გადაწყვეტილებებს, წესდებასა და დებულებებს უნდა დაემორჩილოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული