ზუგდიდის "ბაია" ლანჩხუთის "გურიას" ელის

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაია" სეზონის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს გოჩა ტყებუჩავას გუნდი "ბაიას" ბაზაზე შეკრებას დაიწყებს.

ახალი "ბაიაში" კიდევ ის არის, რომ გუნდს ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა - 31 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილი და 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ირკლი ეხვაია.
ისინი სხვა გუნდებში აპირებდნენ გადასვლას, თუმცა გადაწყდა, რომ სეზონის მეორე ეტაპზეც "ბაიაში" იქნებიან.

რაც შეეხება საკონტროლო მატჩებს, "ბაია" 21 იანვარს ზუგდიდში, სავარაუდოდ, პირველლიგელ ლანჩხუთის "გურიას" გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული