შოთა არველაძეს 430 შეხვედრაში 263 გოლი აქვს გატანალი და ამ მაჩვენებლით 91-ე პოზიციაზე იმყოფება. სიაში მეორე ქართველი თავდამსხმელი კი ზურაბ იონანიძეა, რომელმაც 482 მატჩი ჩაატარა და 231 გოლი გაიტანა. იონანიძეს 186-ე ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე კარიერის განმავლობაში ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდის ღირსებას იცავდა: "დინამო" (საქართველო), "ტრაბზონსფორი" (თურქეთი), "აიაქსი" (ჰოლანდია),
ზურაბ იონანიძეს გოლები საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის უმაღლეს ლიგებში გაჰქონდა: "სამგურალში" (წყალტუბო), "ტორპედოში" (ქუთაისი), "სამტრედიაში", "ჟემჩუჟინაში" (სოჭი), "ლოკომოტივში" (ნიჟნი ნოვგოროდი), "ტავრიაში" (სიმფეროპოლი) და "ზესტაფონში".
მსოფლიოს ყველა დროის ბომბარდირთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. პელე (ბრაზილია) 560 (მატჩი) 541 (გოლი)
2. იოზეფ ბიცანი (ჩეხოსლოვაკია) 341 518
3. ფერენც პუშკაში (უნგრეთი) 533 511
4. რომარიო (ბრაზილია) 612 489
5. რობერტო "დინამიტი" (ბრაზილია) 758 470
6. იმრე შლოსერი (უნგრეთი) 318 417
7. დიულა ჟენგელერი (უნგრეთი) 394 416
8. ჯეიმს მაკგრორი (შოტლანდია) 408 410
9. ზიკო (ბრაზილია) 596 406
10. გერჰარდ მულერი (გერმანია) 507 405
91. შოთა არველაძე (საქართველო) 430 263
186. ზურაბ იონანიძე (საქართველო) 482 231