თბილისის "დანამომ" ესპანეთში მესამე თამაშიც მოიგო

AutoSharing Option
დინამო-ტერასა 5:3
1:0 გურული (15. ჩისკოს პასით), 2:0 ძარია (34. მერებაშვილის პასით), 2:1, (?) 2:2 (?), 3:2 იაგუე (62), 4:2 იაგუე (68. ალვაროს პასით), 4:3 (?), 5:3 კახელიშვილი (86. კოშკაძის პასით)

დინამო: სეფიაშვილი (46. ზარქუა) - ლომიძე (74. ჩივაძე), კვეკვესკირი (74. რობერტინიო), ხმალაძე, თომაშვილი (7. ოდიკაძე, 46. ალვარო) - გერაუ (65. პაპავა), მერებაშვილი (46. კოშკაძე), ძარია - კოტო (46. კახელიშვილი), გურული (46. ჯიღაური), ჩისკო (46. იაგუე).

ესპანურ შეკრებაზე "დინამომ" მესამე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და მესამედაც გაიმარჯვა - ალექს გარსიას გუნდმა
ამჯერად "ტერასა" დაამარცხა. როგორც ოქმიდან ხედავთ, შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა თამაში ძირითადად ქართველთა უპირატესობით წარიმართა.

გარსიამ ამჯერადაც ბევრ ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და გიორგი ლორიას შემდეგ საქმეში კიდევ ორი მეკარე ნახა. "დინამოს" ამ მატჩში ლევან ხმალაძემ უკაპიტნა, შეხვედრის დებიუტში კი გულვერდ თომაშვილი ტრავმის გამო შესაცვლელი შეიქნა.

"დინამოს" ვებგვერდის ცნობით, ჩვენებმა გოლები ასე გაიტანეს:

1:0 - სანდრო გურულმა ჩისკოს გადაცემა მიიღო და ესპანელთა კარი ერთი შეხებით დალაშქრა;
2:0 - გიორგი მერებაშვილი რამდენიმე მეურვეს გასცდა და ირაკლი ძარიას "დინამოს" მაისურით პირველი გოლი გაატანინა;
3:2 - ალბერტ იაგუე მეტოქის მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა;
4:2 - "დინამოს" ესპანელმა ფორვარდმა დუბლი თანამემამულე მიკელ ალვაროს გადაცემით შეასრულა;
5:3 - ალექსანდრე კოშკაძემ გიორგი კახელიშვილი მოძებნა, რომელმაც ესპანელი მცველი ჩამოიტოვა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს ეს მინუსი აქ რო სუსტ გუნდებთან მართავს სპარინგს და ასე ვერ დაინახავს ტრენერი რა შეუძლია სინამდვილეში გუნდს.
zesta
15:41 19-01-2012
0

სიახლეები პოპულარული