მარტვილის "მერანს" დიდთოვლობამ ურეკში შეკრება ჩაუშალა

AutoSharing Option
გუშინ ურეკში "მერანისა" და ბათუმის "დინამოს" საკონტროლო მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდთოვლობის გამო მისი ჩატარება ვერ მოხერხდა. მეტიც, მარტვილურ კლუბს ურეკული შეკრება საერთოდ ჩაეშალა. 22 იანვარს "მერანს" "სპარტაკთან" უნდა ეთამაშა და, ბუნებრივია, ეს შეხვედრაც გაუქმდა.

"მერანი" ამჯერად მარტვილშია, მაგრამ უამინდობის გამო იქაც ვერ ვარჯიშობს. მალხაზ ჟვანიას გუნდს საწვრთნელი პროცესის გეგმა მთლიანად შეეცვალა და, სავარაუდოდ, დედაქალაქს მიაშურებს.

24 იანვარს მარტვილელებს "ზესტაფონმა" უნდა უმასპინძლოს – ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ამინდმა მატჩის გამართვა შესაძლებელი გახადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული