ქუთაისის "ტორპედო" თურქეთში კაცნაკლული მიდის

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც სეზონის პირველი ეტაპი მეორე ადგილით ჩაამთავრა, დღეს თურქეთში გაეგზავრება ორკვირიან შეკრებაზე. რიონისპირელები ანთალიაში, სპორტკომპლექს "მარდანში" დაბინავდებიან.

"ტორპედოს" თავკაცმა გია გეგუჩაძემ ამ შეკრებისთვის 25 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია, დავით კუპატაძე;
მცველები: დავით გამეზარდაშვილი, თემურ ფარულავა, ალექსანდრე კვახაძე, გიორგი ლემონჯავა, დათა რიგვავა, გიორგი გურული, ბაქარ მირცხულავა, ლაშა შერგელაშვილი;
ნახევარმცველები: გიორგი დათუნაიშვილი, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, ნიკოლოზ ფირცხალავა, გივი იოსელიანი, გიორგი კუხიანიძე, ვალერი ბოლქვაძე, გიორგი ქუცურუა, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, დავით ჯანელიძე
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე, ლაშა კემუხტაშვილი,
ნიკოლოზ საბანაძე.

ტრავმის გამო გუნდს ანთალიაში ვერ მიჰყვება 23 წლის თავდამსხმელი ვახტანგ კვარაცხელია, ის ვარჯიშზე დაშავდა და საოპერაციოა.

"ტორპედო" თურქეთში ოთხ საკონტროლო შეხვედრას ითამაშებს - 25 იანვარს უნგრულ "ფერენცვაროშთან", 28-ში პოლონურ "კორონასთან", 1 თებერვალს ჩეხურ "ბანიკთან"; ქუთაისელები მეოთხე მატჩს 3 თებერვალს გამართავენ, მეტოქის ვინაობა თურქეთში ჩასვლის შემდეგ გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული