თოვლმა და ყინვამ გუნდებიც შეაწუხა

AutoSharing Option
გუშინ ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, "ბაიამ" და ფოთის "კოლხეთმა" 0:0 ითამაშეს.

შეხვედრა ხელოვურსაფრიან მოედანზე ჩატარდა, გუნდებს დიდთოვლობამ შეუშალა ხელი ბურთის ხეირიანად გაგორებაში. შეგახსენებთ, "კოლხეთს" მანამდე ქუთაისში უნდა ეთამაშა "ტორპედოსთან", მაგრამ ისევ დიდთოვლობის გამო მატჩი ჩაიშალა.

გუშინდელ შეხვედრაში "ბაიამ" პირველი ტაიმი ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჯომიდავა, აქუბარდია, პაჭკორია, კანკია, გამრეკლიძე, შონია, გუჯეჯიანი, ზ. ქვარცხავა, კუკავა, ეხვაია, ფარჯიკია.

მეორე ტაიმში ზუგდიდელთა თავკაცმა გოჩა ტყებუჩავამ ასეთი თერთმეტეული გაიყვანა მოედანზე: მაქაცარია, აკობია, ტყებუჩავა, აფაქიძე, გ. ქვარცხავა, ტყემალაძე, სიხარულია, კუტალია, ენდელაძე, ეხვაია, ფარჯი
კია.

"კოლხეთმა" კი ამ შემადგენლობით ითამაშა: ნადირაშვილი, ფოფხაძე (ბარამიძე), ბოიომო (ჭკადუა), ლომაშვილი (კაკულია), გაბუნია (ქორჩილავა), ქებაძე, ცხადაია, პ. დათუნაიშვილი, წურწუმია, პავლიაშვილი, დეისაძე (ხუბუტია).

" ბაია" მომდევნო საკონტროლო მატჩის თამაშს დღეს აპირებს შინ ლანჩხუთის "გურიასთან", თუმცა უამინდობის გამო ამ შეხვედრის ჩატარება სათუოა.

რაც შეეხება "კოლხეთს", დავით მახარაძის გაწვრთნილი გუნდი 22 იანვარს ასევე პირველლიგელს, ბათუმის "დინამოს" უნდა გაეჯიბროს გრიგოლეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული