ერთი კვირის ათასი წვრილმანი: ეტიკეტი და პარადოქსები

AutoSharing Option
საშუასეზონო პერიოდმა უკვე ბევრი საინტერესო ტრანსფერი დაიტია და გუნდები ახლა შინ თუ უცხოეთში განაგრძობენ მზადებას. ქართულ გუნდებს უწინდელზე მეტი მადლი ეტყობათ, ჩვენი კლუბები წინ მიდიან და იზრდებიან.

აქ მხოლოდ ტრანსფერები, საქართველოში დაბრუნებული ფეხბურთელები როდი უნდა ვიგულისხმოთ - ზოგ კლუბში საფეხბურთო კულტურა მაღლდება, ოღონდ, შეფასებებშიც ზომიერება გვმართებს.

ამას წინათ "ზესტაფონიდან" ორი კარგი ფეხბურთელი წავიდა - კახა ალადაშვილი და გოგი ფიფია, კლუბმა მათ მადლობა გადაუხადა და ეს არ ჰგავდა მხოლოდ ზრდილობიან ჟესტს - ეს უფრო ის ეტიკეტი იყო, რითაც ლამაზდება ესა თუ
ის საქმე.

ეტიკეტი ქმნის სუბკულტურას, სუბკულტურებით კი იქმნება ტენდენციები და სტანდარტები. ზოგი ქართული კლუბი განვითარებაზე მართლაც ნიადაგ ზრუნავს, ჯახირითა თუ ჯიქურ აღწევს ჯერაც მცირე წარმატებას.

ქუთაისის "ტორპედოც" დატოვმა ორმა კარგმა მოთამაშემ - გია მეგრელაძემ და სევასტი თოდუამ. აქაც იყო მადლობა კლუბის მხრიდან, ქუთაისელთა ხელმძღავანელობამ საგანგებო ჯილდოებიც კი დაამზადა გუნდიდან წასული ფეხბურთელებისთვის.

დიდი ამბებია გორის "დილაშიც", იქ უკვე აფრიკელებიც კი მიიწვიეს გასინჯვაზე. ფეხბურთელების რეექესპორტი არ უნდა იყოს უსარფო საქმე, საქართველოში ეს უკვე არაერთხელ მომხდარა და კლუბსაც ამით ფული უშოვნია.

უწყებრვივ კლუბებს მაინც აქვთ ის ზადი, რისი მონელებაც ადვილი არ არის. ხშირად ისე ხდება, რომა ასეთ კლუბებში კარგად არ იციან ამა თუ იმ სპეციალისტის წარსული ან, უბრალოდ, უმნიშვნელოდ მიაჩნიათ მწვრთნელების რეპუტაცია.

შარშან ტოტალიზატორთან დაკავშირებულ მაქინაციებში ფეხბურთელები რომ დასაჯეს, ეს ბევრისთვის, ალბათ, ჭკუის სასწავლებელი გამოდგა და საინტერესოა, ვინც სხვანაირ მაქინაციებში იყო "სახელდაგდებული", ახლა როგორ მოიქცევა?

ადრე ადვილი იყო ამის გაკეთება: მთავარი მწვრთნელი დაავალებდა თავის თანაშემწეს, ფეხბურთელებში ფული აკრიბე და უთხარი, ეს თანხა მსაჯებს უნდა გადავცეთო. ფეხბურთელები ამბოხს ვერ ბედავდნენ, ფული იკრიბებოდა, თუმცა თამაში ისეთი გამოდგებოდა, მსაჯი არც მწვადს წვამდა და არც შამფურს. ბიჭები მწვრთნელის თანაშემწეს ეკითხებოდნენ, ფული რატომღა აგვაგროვებინეო, ის კი პასუხობდა, ეს თამაში ასეთი კი გამოვიდა, სამაგიეროდ, ამ მსაჯების კეთილგანწყობა მოვიპოვეთ და ეს წინ უეჭველად დაგვხდებაო.

მაშინ დაბეზღება ძალიან ცუდი რამ იყო, ახლა თუ ბევრი ნებაყოფლობით აკეთებს ამას, ცოტა ხნის წინათ ეს სხვანაირად ხდებოდა. მოკლედ, ტექნოლოგიები იცვლება, მაქინაციებში მხილების და დასჯის პრეცედენტიც არის და საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ძველ დროში ნათაღლითარი ხალხი.

არ არის გამორიცხული, მათ ახლებურად, ასე ვთქვათ, სუფთა ფურცლით განაგრძონ საფეხბურთო ცხოვრება, მაგრამ იმ კლუბების არ მწამს, ასეთებზე რომ აკეთებენ გათვლას.

კერძო კლუბების მფლობელთა უმეტესობა კი უფრო რაფინირებულ, დახვეწილ კაპიტალისტებს ემსგავსება, ხშირად ჩნდებიან ხალხში, სურთ უბრალო ადამიანებად წარმოაჩინონ თავი საზოგადოებაში. არიან ისეთებიც, რომელთაც ჰგონიათ, თუ ადამიანებს დაასაქმებს, ამით მოწყალებას გაიღებს.

ფეხბურთი ღარიბების სპორტია, რომელსაც მდიდრები მართავენ, ფეხბურთი ძალიან ძნელი თამაშია მარტივი წესებით - რა გაეწყობა, ლამაზი პარადოქსები ყველაფერს უხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თემა საინტერესოა და განხილვაც სჭირდება, მაგრამ ეს სტატია უფრო პროლოგს გავს, შესავალს რაიმესას გაგრძელების გარეშე... და ამას ორაზროვანიც აღარ ჰქვია უკვე... კონკრეტიკაა საჭირო მეტი, კონკრეტიკა...
Walkabout
17:11 21-01-2012
0

სიახლეები პოპულარული