"კრაკოვიას" ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის - კრაკოვული კლუბი 1906 წელს დაარსდა, თუმცა ბოლო ათწლეულებში ღირებულს ვერაფერს მიაღწია. "კრაკოვია" პოლონეთის 5-გზის ჩემპიონია, თუმცაღა ეს ტიტული უკანასკნელად შორეულ 1948 წელს მოიპოვა.
"დინამოს" მოწინააღმდეგეს საქმეები დიდად წარმატებულად ვერც მიმდინარე სეზონში მისდის - პოლონეთის 16-გუნდიან ექსტრაკლასში "კრაკოვია" ბოლოსწინა ადგილზეა და
"დინამო" "კრაკოვიას" არასდროს შეხვედრია, პოლონურ კლუბებთან კი ევროთასებზე დადებით შედეგებს აღწევდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 1982 წელს თასების მფლობელთა თასიდან ვარშავის "ლეგია" გააგდო, 2004-ში კი "დინამომ" კრაკოვიას თანაქალაქელის, გაცილებით ტიტულოვანი "ვისლას" ძლევით უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში შეაღწია.
* * *
ესპანურ შეკრებაზე მყოფი თბილისის დინამოელები დასვენების დღეს ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ესტუმრნენ. ეს ადგილი კატალონიაში ქართული კულტურის კერას წარმოადგენს.
სამრევლოსთან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ვაჟთა და გოგონათა ანსამბლები და საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.
დამშვიდობებისას არქიმანდრიტმა ლუკამ დინამოელები დალოცა და ჩვენს გუნდს წარმატებები უსურვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"