ფოთის "კოლხეთმა" ბათუმის "დინამოს" 3:1 მოუგო

AutoSharing Option
გუშინ ფოთის "კოლხეთი" პირველლიგელ ბათუმის "დინამოს" გაეჯიბრა და 3:1 მოუგო. შეხვედრის გამართვა გრიგოლეთში იყო ნავარაუდევი, თუმცა ქარმა ფოთის მთავარი სტადიონის სათადარიგო მოედანი ისე გამოაშრო, რომ მატჩის ჩატარება შესაძლებელი გახდა.

35-ე წუთზე ბექა ტუღუშმა ფოთელები დააწინაურა, ოც წუთში ბათუმელმა ნიკა დიასამიძემ ანგარიში გაათანაბრა, 61-ეზე "კოლხეთი" ისევ დაწინაურდა ილია პავლიაშვილის გოლით, წერტილი კი მე-80 წუთზე ლევან წურწუმიამ დასვა.

"კოლხეთი" პირველ ტაიმში: ნადირაშვილი - ქორჩილავა, ლომაშვილი, ცხვიტარია, კილასონია - გოგონაია, გვალია, გულუა, ჭკადუა (პავლიაშვილი 30) - ციცხვაია (ხუბუტია 30), წიქარიშვილი (ტუღუში 30).

მეორე
ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: გაბუნია, ხატიაშვილი, ფოფხაძე, ცხადაია, ქებაძე, წურწუმია, პ. დათუნაიშვილი, დეისაძე, ლორია, რუსია.

ფოთელთა რიგებში არ უთამაშია კამერუნელ მცველ ბოიომო ფრიდოლინის - ის ტრავმირებულია.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "კოლხეთი" ისევ პირველლიგელთან, ოზურგეთის "მერცხალთან" 24 იანვარს ფოთში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული