ქუთაისის "ტორპედო" "ფერენცვაროშის" ნაცვლად "ბრაშოვს" ეთამაშება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" თურქეთში, ანთალიაში აგრძელებს სეზონის განახლებისთვის მზადებას. რიონისპირელებს იქ პირველი ამხანაგური მატჩი 25 იანვარს უნგრულ "ფერენცვაროშთან" უნდა ეთამაშათ, მაგრამ განრიგში ცვლილების გაკეთება მოუწევთ - უნგრელების ნაცვლად რუმინულ "ბრაშოვს" გაეჯიბრებიან.

ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგია" და ზაქათალის "სიმურგი" - ანთალიაში სხვათა გარდა ეს გუნდებიც ემზადებიან და შესაძლოა, "ტორპედომ" რომელიმე მათგანთანაც ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ გეგმის მიხედვით "ტორპედო" 28 იანვარს პოლონურ "კორონას" უნდა შეხვდეს, 1 თებერვალს კი - ჩეხურ "ბანიკს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული