კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის ცენტრალურმა მცველმა შაბათს ყირგიზეთის ნაკრებთან მოგებასა (4:0) და გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში თავისი წილი დაიდო.
ცოტა ხნის წინ კი შევიტყვეთ, რომ უკრაინის 18-წლამდელთა გუნდის წევრია ამბროსი ჩაჩუა. 1994 წელს
უკრაინელებმა რუსეთში ვალენტინ გრანატკინის ხსოვნის ტურნირზე ითამაშეს და მე-7 ადგილს დასჯერდნენ. ჩაჩუა მუდამ ძირითადში იყო.
ქართველი ფეხბურთელი აღმოვაჩინეთ უკრაინის 16-წლამდელთა ნაკრებშიც (1996 წელს დაბადებულები), რომელიც თურქეთის ქალაქ მანისში "ეგეოსის ზღვის თასის" გათამაშებაში მონაწილეობდა. ალექსანდრ გოლოვკოს გაწვრთნილებმა პირველ შეხვედრაში ფრანგებთან 3:3 ითამაშეს, მერე ბერძნებთან 1:2 დამარცხდნენ, 20 იანვარს კი ბელგიელებს 2:2 დაუზავდნენ და მესამე ადგილისთვის ბრძოლა ვეღარ განაგრძეს. ბელგიელებთან უკრაინელთა მეორე გოლი ბექა ვაჩიბერაძემ გაიტანა.
ბექა ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის შვილია. ის ცენტრალური ნახევარმცველი და მამამისივით ცაციაა. ბავშვობაში საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" შოთა ჭეიშვილთან ვარჯიშობდა, ბოლო ექვსი წელი კი უკრაინაშია, ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო სკოლაში. სთავაზობდნენ დონეცკის "შახტარისა" და "დნიპროს" 19-წლამდელთა გუნდში გადასვლას, მაგრამ, ზაზას თქმით, სხვა გუნდში გადასვლა ოდესელებთან მორალურად გაუმართლებელი იქნებოდა. 15 წლის ბიჭი "ჩერნომორეცის" 17-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა და ამ ასაკის ბავშვთა უკრაინის ჩემპიონატში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა.
ბექა უკრაინის ნაკრებში გასული წლის ნოემბერში მიიწვიეს და შვეიცარიასთან ორ საკონტროლო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს. როგორც ჩანს, თავი გამოიჩინა, "ეგეოსის ზღვის თასის" გათამაშებაშიც სამივე შეხვედრა ძირითადში ჩაატარა და უკრაინელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
თუმცა ასე არ ფიქრობენ თავად ფეხბურთელი და მამამისი. უკრაინელებისადმი მადლიერებისა და პატივისცემის მიუხედავად, ზაზა ვაჩიბერაძემ შარშან შვილი საქართველოს ნაკრებში გასინჯვაზე ჩამოიყვანა, რადგან სურს, რომ ბექამ ჩვენს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. თუმცა მაშინ ბექა ნაკრების შემადგენლობაში ვერ მოხვდა და უკრაინაში დაბრუნდა.
უცხოეთში მოთამაშე უცნობი ქართველების თემას მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობაში ჩარიცხული ქართველით განვაგრძობთ: შარშან რუსების სახალხო გუნდში 1994 წელს დაბადებული თემურ ბუკია გამოჩნდა. 175 სმ სიმაღლის გარემარბი სოჭში დაიბადა, რამენსკოეს "სატურნის" გაზრდილია, 2010 წლის დეკემბერში, გუნდის დაშლის შემდეგ, "სპარტაკში" გასინჯეს და მალე 3-წლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.
თუმცა შარშანდელი სეზონი ბუკიამ "სპარტაკის" 19-წლამდელთა გუნდში გაატარა. ის რუსეთის მოქალაქეა და თანამშრომლობს იმ სამენეჯერო კომპანიასთან, რომლის კლიენტები არიან ირაკლი ჭეჟია ("სპარტაკი 2"), ირაკლი ლოგუა ("ფაკელი") და მიხეილ გორელიშვილი ("რუბინი 2").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შეყილაძე გაუშვეს უკვე?
დროზე გაუშვან, თორე აქ ირანთან სამარცხვინო რო იყო ორივეჯერ ჩვენი ნაკრები, იმაზე უარესი იქნება მალე.
ისევ ფულის ცეხია, ხო?
აბა ვაჩიბერიძეზე როგორ თქვა უარი?