ქუთაისის "ტორპედო" თურქეთში აზერბაიჯანულ "სიმურგსაც" შეხვდება

AutoSharing Option
ანთალიურ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის"ტორპედო" აზერბაიჯანულ "სიმურგს" საკონტროლო მატჩზე შეუთანხმდა - რიონისპირელები ზაქათალელებს 26 იანვარს შეხვდებიან.

25 იანვარს "ტორპედო" რუმინულ "ბრაშოვს" ეთამაშება და, როგორც კლუბის ვებგვერდი იუწყება, აზერბაიჯანელებთან ის ფეხბურთელები გავლენ მოედანზე, რომლებსაც წინა დღეს არ მოუწევთ რუმინელებთან თამაში.

ზაქათალის "სიმურგი" აზერბაიჯანის ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-9 ადგილზეა, გუნდს წარსულში ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი სერგეი იურანი წვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული