ზუგდიდის "ბაიამ" ძალები ხობის "კოლხეთთან" მოსინჯა

AutoSharing Option
სეზონის განახლებისთვის ემზადება ზუგდიდის "ბაიაც". გუშინ ოდიშელები შინ პირველლიგელ ხობის "კოლხეთს" ეთამაშნენ და 1:0 გაიმარჯვეს. გიორგი ქვარცხავას ფლანგური პასით გოლი ირაკლი ეხვაიამ გაიტანა.

"ბაია" პირველ ტაიმში: სომხიშვილი - აფაქიძე, ტყებუჩავა, აკობია. გ. ქვარცხავა - ტყემალაძე, სიხარულია, კუტალია, ენდელაძე - ეხვაია, ფარჯიკია

ზუგდიდელთა დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ მეორე ტაიმში შემდეგნი ათამაშა: მაქაცარია - აქუბარდია, პაჭკორია, შონია, გამრეკლიძე - კანკია, გუჯეჯიანი, ზ. ქვარცხავა, ლომია - ეხვაია, ენდელაძე.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "ბაია" 26 იანვარს გამართავს ოზურგეთის "მერცხალთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული