ლორია-მერებაშვილის შოუ ესპანეთში [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
დინამო-სტრომსგოდსეტი 2:1
0:1 გუნდერსენი (64), 1:1 ალვარო (77), 2:1 მერებაშვილი (82)
დინამო პირველ ტაიმში: ლორია, ოდიკაძე, კვეკვესკირი, ძარია (41. ალვარო), ლომიძე, კოშკაძე, გოგუა, ჯიღაური, მერებაშვილი, გურული, იაგუე.
მეორე ტაიმში: ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, კვეკვესკირი, ლომიძე, რობერტინიო, ალვარო, ჯიღაური (70. მერებაშვილი), პაპავა, კოტო
გაძევება: გოგუა (36)

მარბელაში მყოფმა თბილისის "დინამომ" Football Impact Cup 2012-ზე მეოთხედფინალში პოლონურ "კრაკოვიასთან" განცდილი მარცხის შემდეგ მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა განაგრძო და გუშინ ნორვეგიულ "სტრომსგოდსეტს" დაძაბულ დაპირისპირებაში 2:1 სძლია.

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ალექს გარსიას გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გოგიტა გოგუას,
რომელმაც რუსულ "ვოლგასთან" იურიდიული საკითხები მოაგვარა და ახალ გუნდში თამაშის უფლება მიიღო. გოგუამ სადებიუტი მატჩი, უფრო სწორად, მისი 36 წუთი მაღალ დონეზე კი ჩაატარა, მაგრამ რად გინდა - ხასიათის უარყოფითი მხარე კიდევ ერთხელ გამოავლინა და შესვენებამდე ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

თბილისელებმა თამაში 10-კაციანი შემადგენლობით გააგრძელეს, რაც, რასაკვირველია, მათ გამარჯვებას უფრო ფასეულს ხდის.

შეხვედრის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. საწყის 45 წუთში დასამახსოვრებელი გოგუას გაძევების გარდა, მისივე ძლიერი და ოდნავ არაზუსტი საჯარიმო დარტყმა და ალბერტ იაგუეს მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი და, შესაბამისად, არჩათვლილი გოლი იყო.

64-ე წუთზე ნორვეგიელებმა "დინამოს" მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლეს და დაწინაურდნენ. 73-ეზე კი "სტრომსგოდსეტს" საქმის მოთავება შეეძლო, მაგრამ გიორგი ლორიამ თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გარდამტეხი სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა.

ლორიასთან ერთად, ამ მატჩის მოსაგებად გადამწყვეტი სიტყვა მოედნიდან გასულმა და შემდეგ უკან დაბრუნებულმა გიორგი მერებაშვილმა თქვა. ეფექტური პასით მან ჯერ მიკელ ალვაროს გაათანაბრებინა ანგარიში, ხუთიოდ წუთში კი მახვილი კუთხიდან არანაკლებ ლამაზი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

28 იანვარს "დინამო" ტურნირის მეხუთე ადგილისთვის მატჩში შვეიცარიულ "იანგ ბოიზს" შეხვდება, რომელიც მეოთხედფინალში კიევის "დინამოსთან" პენალტების სერიით დამარცხდა, გუშინ კი ლიტვური "ეკრანასი" 4:0 გაანადგურა.

ფინალში კი "დინამოს" მძლეველი "კრაკოვია" გავიდა, თანაც - უთამაშებლად. საქმე ის არის, რომ "დნიპრომ" ტურნირი მიატოვა და ნახევარფინალში პოლონელებთან სათამაშოდ არ გავიდა. შესაბამისად, "კრაკოვიას" ტექნიკური 3:0 ჩაეთვალა და ფინალში კიევის "დინამოს" შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში უნგრულ "ვიდეოტონს" 5:0 გადაურბინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მერებაშვილი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი და დინამოს მომავალი ლიდერი
shako
10:28 27-01-2012
0
მიდი გოგიტა აბა შენ იცი წარმატებები! გუნდის ლიდერი იქნება დარწმუნებული ვარ აბა შენ იცი გოგიტა!!!!!!!!!!!
shako
19:43 26-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული