ზუგდიდის "ბაია": კაცნაკლულთა ფრე და პატარა შვებულება

AutoSharing Option
გუშინ ზუგდიდში "ბაიამ" საკონტროლო შეხვედრა ითამაშა ოზურგეთის "მერცხალთან" - ფრე 2:2.
ბაია: მაქაცარია, გ.ქვარცხავა, აფაქიძე, ტყებუჩავა, აკობია, ტყემალაძე, სიხარულია, კუტალია, ენდელაძე, ფარჯიკია, ეხვაია.

მეორე ტაიმში ზუგდიდელთა დამრიგებელმა გოჩა ტყებუჩავამ ნიკა აფაქიძის, აკაკი ფარჯიკიას, ირაკლი ეხვაიასა და ავთო ენდელაძის გარდა, ყველა შეცვალა და მოედანზე შეუშვა ჯომიდავა, აქუბარდია, პაჭკორია, ზ. ქვარცხავა, შონია, ლომია და გუჯეჯიანი.

ზუგდიდელებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს, თავი ენდელაძემ და ფარჯიკიამ გამოიჩინეს. მეორე ტაიმის დასაწყისში აფაქიძე ისე დაშავდა, რომ მოედნიდან გასაყვანი გახდა და ამის შემდეგ კაცნაკლულმა "ბაიამ" ორი ბურთი
გაუშვა.

ტყებუჩავა გუნდს ორი დღე დაასვენებს, მომდევნო ზუგდიდური შეკრება კი "ბაიას" 1-10 თებერვალს ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული