ალექს გარსია თბილისის "დინამოს" მწვრთნელობიდან მოხსნეს

AutoSharing Option
გუშინ, საღამოს, შევიტყვეთ, რომ ესპანურ შეკრებაზე "იანგ ბოიზთან" საკონტროლო შეხვედრის 1:3 წაგების შემდეგ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ალექს გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

იმავე წყაროს ცნობით, "დინამოს" თავკაცობა "დინამო 2"-ის დამრიგებელ გიორგი დევდარიანს შესთავაზეს.

ინფორმაცია კულუარულად დაგვიდასტურეს, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა კომენტარი არ ისურვეს - "დინამოს" პიარმენეჯერ ლაშა დვალიშვილის თქმით, კლუბის გადაწყვეტილებებს საზოგადოებას დღეს, ორშაბათს გააცნობენ.

შევიტყვეთ ისიც, რომ, შესაძლოა, "დინამოში" სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომელიმე მაღალ პოზიციაზე (სავარაუდოდ, გენერალურ დირექტორად) დაინიშნოს '"დინამო არენას" დირექტორი სანდრო შახოვი, რათა "დინამოს" საკუთრებაში თუ იჯარაში არსებული ობიექტები ერთიან მართვაში მოექცეს.

მეორე ცვლილება კი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეეხება - ის გენერალური დირექტორის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი გახდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგით რაა ხალხო..რით ვეღარ გაიგეთ რომ ვერანაირი მწვრთნელი ამათ ვერ უშველის,თუ გინდა ათი კაპელო ჩამოიყვანე და მაინც ის ნაგავი იქნება ქართული ფეხბურთი რა ნაგავიც ახლა არის,
Luchero
16:02 30-01-2012
0
ალბატ ჯერ მაინც ჯობდა რო სეზონის ბოლომდე დაეტოვებინათ რადგან გაუჭირდება გუნდს უცებ სხვა მწვრთნელთან შეგუება
gela
15:43 30-01-2012
0

სიახლეები პოპულარული