სამაგიეროდ, "კოლხეთი" თურქეთის გზას დაადგა და ანთალიაში დაბინავდა - ფაზისელები იქ, სავარაუდოდ, 8 თებერვლამდე დარჩებიან და ოთხ ამხანაგურ მატჩს ითამაშებენ, მეტოქეთა ვინაობას კი თურქეთში დააზუსტებენ.
"კოლხეთი" ანთალიაში 25 ფეხბურთელით გაემგზავრა, რომელთა შორისაა ფოთელთა ახალწვეული, "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი მეკარე არდალიონ მიქაბერიძე. მას გამოცდილი კიპერი ეთქმის და, უეჭველია, გააძლიერებს კიდეც ახალ გუნდს.
მწვრთნელებმა თურქულ შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები წაიყვანეს:
მეკარეები: ლადო ნადირაშვილი, არდალიონ მიქაბერიძე;
მცველები: გიორგი
ნახევარმცველები: ლევან წურწუმია, პავლე დათუნაიშვილი, ლევან გულუა, გიორგი ხატიაშვილი, ლაშა ქებაძე, გიორგი ცხადაია, ლაშა გვალია, ომარ გოგონაია, დათა სიჭინავა, ამირან წაბრია;
თავდამსხმელები: ილია პავლიაშვილი, დავით ხუბუტია, ბექა ტუღუში, დავით ციცხვაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"